რაზე ისაუბრა ვანო მერაბიშვილმა ფეიგინის გადაცემაში
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ყოფილი შს მინისტრი გუშინ ფეიგინის გადაცემაში ჩაერთო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს მერაბიშვილის პირველი ხანგრძლივი ინტერვიუა.
- მან გადაცემაში მიმოიხილა ენმ-ში ჩატარებული არჩევნები, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და საქართველოს საგარეო კურსი და ივანიშვილის პერსონა.
- ასევე დააანონსა ენმ-ის გლობალური აქცია, რომელიც 20 თებერვალს სხვადასხვა დედაქალაქში იგეგმება მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.
არჩევნები ენმ-ში: მერაბიშვილის შეფასებით, პარტიის ხელმძღვანელობის ცვლილება უნიკალური შესაძლებლობა იყო.
- "პარტიის ყოფილ ხელმძღვანელობასთან მთავარი პრეტენზიები იყო პასიურობა, არააქტიური მოქმედებები სააკაშვილის დასაცავად, პასიურობა მიტინგებთან მიმართებაში და ა.შ.", — განაცხადა მან.
- ის იმედოვნებს, რომ ახალი ხელმძღვანელობით პარტია რამდენიმე თვეში შეცვლის სიტუაციას საქართველოში.
- ნიკა მელიას ფარულ ჩანაწერზე და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე არ უსაუბრია.
სააკაშვილი: ყოფილი შსს მინისტრის თქმით, ექსპრეზიდენტი ექსპრემიერისთვის ყველაზე საშიში მოწინააღმდეგეა.
- "ივანიშვილი მას [სააკაშვილს] საკუთარ და პუტინის N 1 მტრად მიიჩნევს", — აცხადებს ის.
- "ივანიშვილი საქართველოში რუსეთს აწყობს, ქვეყანას, სადაც ყველა ალტერნატიული პოზიცია მიუღებელია", — განმარტა მან.
- მერაბიშვილი იმედოვნებს, რომ ენმ-ის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად აქტიურ ზომებს მიიღებს.
რუსული კურსი: მერაბიშვილის შეფასებით, ომამდე საქართველოს მთავრობა ახერხებდა ფორმალურად ლავირებას და რუსეთსა და დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებას, თუმცა, 24 თებერვლის შემდეგ მათ ცალსახად რუსული პოზიცია დაიჭირეს.
- ის უკრაინელ ხალხს ბოდიშს უხდის საქართველოს მთავრობის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო.
- "100%-ით შემიძლია ვთქვა, საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველ ხალხს", — დაამატა მან.
- "მე 25 თებერვალს კიევში გავფრინდი და იქ რამდენიმე თვე ვცხოვრობდი. მორალურად და ფიზიკურად, როგორც შემეძლო უკრაინის ომში ვმონაწილეობდი. ბევრი მოხალისე ჩამოვიდა იმ პერიოდში საქართველოდან, ჩვენ მათ ვეხმარებოდით, ჰუმანიტარული დახმარებითა და სხვადასხვა ფორმით", — იხსენებს მერაბიშვილი.
- "უკრაინამ საქართველოს ევროპის კარები გაუღო, საქართველო ამ პროცესებში დღეს აუტსაიდერია", — აცხადებს ის.
- მერაბიშვილი ივანიშვილს რუს ბიზნესმენს უწოდებს, რომელიც ახერხებს, არაფორმალურად მართოს ქვეყანა და რომლის მთავარი მოტივაციაც თავისი ფინანსების შენარჩუნებაა.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები