ნინო ლომჯარია

14 Feb. 2023, 17:30

თავისუფლების გამოხატულების დათრგუნვა ხდება, მე ასე მგონია და ამ დროს, შემოქმედება არის სწორედ თავისუფლება. სანდროსაც რომ არ ეთქვა, თუ თავისუფალი არ არის შემოქმედება, მაშინ ის პროპაგანდაა. როდესაც რაღაცა აქტი ხდება, რაც არ უნდა ეპატაჟური იყოს, მე ვფიქრობ, რომ როდესაც ეს ხელოვნების ნაწილია, ის უნდა აღვიქვათ ხელოვნებად. შეიძლება, ზოგს მოსწონდეს ზოგს არ მოსწონდეს, მაგრამ ასე იქმნება და ასე ვითარდება, ცოცხალი პროცესია. გვინახავს არაერთი ხელოვანი, რომლის პროტესტს არავინ აღიქვამს სისხლის სამართლის დანაშაულად, პირიქით, ეს შეიძლება წარმოგვეჩინა, როგორც შემოქმედის გამოხატულება, შემოქმედებითი პროცესის შედეგი. 

მე ვეტყოდი ხელოვანებს, რომ, რა თქმა უნდა, არაფრის არ უნდა შეეშინდეთ იმიტომ, რომ უფრო შორს, ეს ყველაფერი ვერ წავა, მე ასე ვფიქრობ. საზოგადოებას ძალიან ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, არ უნდა დაითრგუნო ამის გამო, არ უნდა შეშინდეთ. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ახლა თითოეული ხელოვანისთვის არის ძალიან კარგი დრო, რომ შემოქმედებითად, კრეატიულად თუ სხვაგვარად გამოხატონ თავიანთი პროტესტი და დაუპირისპირდნენ ჩარჩოებში მოქცევისა და ძალის გამოყენებით რეგულირების მცდელობას. არ უნდა შეშინდეს ამის გამო არავინ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს7145 ნახვა
  2. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1937 ნახვა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1745 ნახვა
  4. თენგიზ შარმანაშვილი: შემოჭრა ჩრდილოეთიდან [რუსეთიდან] მოხდა იმის გამო, რომ როკის გვირაბთან სამხედროებს თავისი ამოცანა არ შეასრულებინეს1347 ნახვა
  5. ზაზა გოგავა: "გამორიცხული იყო [ომის თავიდან აცილება]"1257 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დღეს, სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სიტყვით მიმართავს

დღეს, თბილისის დროით, 17:00 საათზე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~