ირაკლი ზარქუა

15 Feb. 2023, 13:04

ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვერ გაიგეს ამათმა, რომ საქართველო ეს არის სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონით, კანონის უზენაესობით და ჩვენთან, მიუხედავად სტატუსისა, მიუხედავად დამსახურებისა თუ დაუმსახურებლობისა ქვეყნის წინაშე, დააშავებ — ის აგებს პასუხს, ასეთ საქართველოს ვაშენებთ ჩვენ და ასეთი ევროპისკენ მივისწრაფვით. [...]

ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ ერთი შეხედვით ევროპარლამენტარები, რომლებიც პირიქით, უნდა მოგვიწოდებდნენ კანონის უზენაესობისკენ, უნდა მოგვიწოდებდნენ რომ ყველა კანონმორჩილი გავხადოთ, ამიტომ გვინდა ევროკავშირი და ევროპა და როდესაც ვისმენთ ასეთ განცხადებებს, არაადეკვატურს, შემდეგ ძალიან გაგვიჭირდება ქართული საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ დიახ, ევროკავშირი ეს არის კანონის უზენაესობა. რატომ სჩადიან ამას? რატომ აკეთებენ, ვერ ვხვდები. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველო ითამაშებს ქართული ინტერესების შესაბამის თამაშს, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას, საქართველოს ინტერესების დაცვას და ამ მოცემულობით ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლას.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა. დღეს, 15 თებერვალს ევროპარლამენტში კენჭი უნდა უყარონ რეზოლუციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე. რეზოლუციის ტექსტში შესულია შესწორებაც, სადაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული და მისთვის სანქციების დაკისრებას ითხოვენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორ მოიპარა "ოცნებამ" სახალხო დამცველის ინსტიტუტი9876 ნახვა
  2. "ოცნების" დეპუტატმა გრანტების კანონის მიღებამდე განაცხადა, რომ ლომჯარია და პატარაია გრანტებზე ნებართვას ვერ მიიღებენ6210 ნახვა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1846 ნახვა
  4. ლაშა პაპაშვილი: ბოლო ხუთ დღეში გაყიდვები 5%-ით გაიზარდა1700 ნახვა
  5. მწერალთა სახლი: 5 აპრილს მწერალთა სახლში გამართული ღონისძიება გასცდა დადგენილ ნორმებს1497 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი Touch RGB გაიმართება

საქართველოს ბანკი განაგრძობს ტექნოლოგიური და კრეატიული ინდუსტრიის ხელშეწყობას. ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს პარტნიორობას…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~