გერმანელმა ქორეოგრაფმა კრიტიკოსს ცუდი შეფასებისთვის თავისი ძაღლის განავალი სახეში შეაზილა
როგორი რეაქცია გაქვთ ხოლმე კრიტიკაზე? შეიძლება ბრაზდებით, გწყინთ ან სულაც არ აქცევთ ამას ყურადღებას. ყოველ შემთხვევაში, თავში ალბათ არასდროს მოგივიდოდათ აზრად ის, რაც ცოტა ხნის წინ გერმანიაში ერთ-ერთმა ცნობილმა ქორეოგრაფმა ჩაიდინა.
ბალეტის რეჟისორმა მარკო გოეკემ თავისი დადგმული წარმოდგენის პრემიერაზე კრიტიკოსს ცუდი შეფასებისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, თავისი ძაღლის განავალი შეაზილა სახეში. მიმომხილველ ვიბკე ჰიუსტერს წარმოდგენისთვის "მოსაწყენი" და "უთავბოლო" უწოდებია თურმე.
გოეკეს, რომელიც ჰანოვერის ოპერისა და ბალეტის კომპანიას ხელმძღვანელობს, თანამდებობრივი სტატუსი შეუჩერდა. ამასთან, საქმეზე პოლიციამაც დაიწყო გამოძიება.
როგორც ცნობილია, გოეკე ჰიუსტერს, რომელიც ფრანკფურტელი კულტურის მიმომხილველია, ანტრაქტის დროს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჯიბიდან თავისი ძაღლის ექსკრემენტები ამოიღო და პირდაპირ კრიტიკოსის სახისკენ გააქანა.
სხვათა შორის, გოეკეზე არანაკლებ ცნობილია მისი ძაღლი, ტაქსა, სახელად გუსტავი, რომელიც ქორეოგრაფს ყოველთვის თან ახლავს ხოლმე. და, როგორც ვიცით, დანაშაულის "იარაღიც" ინციდენტამდე სულ ცოტა ხნით ადრე გაჩნდა გუსტავის პატრონის ჯიბეში...
გოეკე კი ნამოქმედარს სულაც არ ნანობს და არც ბოდიშის მოხდას აპირებს. ამბობს, ჩემი საქციელი ათწლეულების განმავლობაში "გამანადგურებელ კრიტიკაზე" პასუხიაო. ქორეოგრაფს ჰიუსტერი მაყურებლების აბონემენტების გაუქმებაში დაუდანაშაულებია და ოპერაში სტუმრობის აკრძალვითაც დამუქრებია.
ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლაურა ბერმანმა, კრიტიკოსს მოუბოდიშა და ზომების მიღებამდე ინციდენტის გამოძიებას დაჰპირდა. გოეკეს საქციელი მკაცრად გააკრიტიკეს სხვა ჟურნალისტებმაც და მომხდარი პრესის თავისუფლებაზე თავდასხმად შეაფასეს.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები