10 ცნობილი მსახიობი, რომელმაც სექსის სცენების გადაღებაზე უარი თქვა
ჰოლივუდში მსახიობებს ხშირად უწევთ ისეთ სცენებში თამაში, რომლებიც მათთვის არაკომფორტულია, განსაკუთრებით კი, როცა ამ სცენებს სექსუალური ხასიათი აქვს. ბევრი მათგანი სექსის სცენების გადაღებაზე უარს შესაძლოა, იმიტომ ვერ ამბობდეს, რომ კარიერის შეფერხება აშინებდეს, თუმცა ამ ათმა წარმატებულმა მსახიობმა მაინც გადაწყვიტა, სექსის სცენების გადაღება შეეზღუდა ანდა საერთოდ უარი ეთქვა, მიუხედავად ფილმის პროდიუსერებისა თუ რეჟისორების განსხვავებული მოლოდინებისა.
მაშ ასე, 10 ცნობილი მსახიობი, რომელმაც სექსის სცენების გადაღებაზე უარი თქვა:
1. მეგან ფოქსი
მეგან ფოქსის თქმით, უამრავი სცენარი წაუკითხავს, რომლებშიც ქალ მსახიობებს ისეთ სცენებში სთხოვდნენ თამაშს, რომლის შესახებაც არ უნდოდა მის შვილებს სცოდნოდათ ან როდისმე ენახათ. ამ მიზეზით მსახიობს უამრავ როლზე უთქვამს უარი.
2. პენ ბეჯლი
პენ ბეჯლის თქმით, ერთგულება მისთვის ნებისმიერ ურთიერთობაში, მათ შორის მის ქორწინებაში, უმნიშვნელოვანესია. ამის გამო მსახიობმა ნეტფლიქსის პოპულარული სერიალის, You-ს, მე-4 სეზონში სექსის სცენების შემცირება მოითხოვა.
3. კირა ნაიტლი
კირა ნაიტლის თქმით, მისთვის კომფორტული არაა, გადაღების პროცესში შიშველი იყოს კაცების წინაშე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორი შვილი შეეძინა და მისმა სხეულმა ცვლილებები განიცადა.
4. რებელ უილსონი
რებელ უილსონი თითოეულ ხელშეკრულებაში ისეთი პირობის შეტანას ითხოვს, რაც გარანტიას მისცემს, რომ კამერის წინ შიშველი არ გამოჩნდება. იმ შემთხვევაში, თუ სცენა სიშიშვლეს მოითხოვს, მსახიობი დუბლიორის გამოყენებას ითხოვს.
5. ანა კენდრიკი
რებელ უილსონის მსგავსად, ანა კენდრიკმაც უარი თქვა კამერის წინ გაშიშვლებაზე. საჭიროების შემთხვევაში, ანაც დუბლიორის ჩართვას ითხოვს.
6. ჯულია რობერტსი
ჯულია რობერტისთვისაც არაკომფორტულია სექსის სცენების გადაღება. მსახიობის თქმით, სამი შვილის დედაა და გრაფიკულ სექსის სცენებში მონაწილეობას არ მიიღებს. გადაღების პროცესში ყოველთვის ითხოვს სექსუალური სცენების შემცირებას.
7. ალისონ უილიამსი
მიუხედავად იმისა, რომ ალისონ უილიამსი HBO-ს სერიალ Girls-ში სექსის სცენებში მონაწილეობდა, კამერის წინ სრულიად გაშიშვლებაზე მანაც უარი განაცხადა. მისი თქმით, ცდილობდა, გმირში თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩაედო, თუმცა არსებობს რაღაცები, რაც მხოლოდ მისია და არ აპირებს სხვებს გაუზიაროს.
8. სარა ჯესიკა პარკერი
სარა ჯესიკა პარკერიც ხელშეკრულებაში ყოველთვის ითხოვს ისეთი პირობის შეტანას, რომელიც გარანტიას მისცემს, რომ კამერის წინაშე შიშველი არ გამოჩნდება. მისი თქმით, თავს არაკომფორტულად იგრძნობდა, კამერის წინ გახდა რომ დასჭირვებოდა, თუმცა სხვა მსახიობებს, რომლებსაც ფილმებში გაშიშვლებაზე პრობლემა არ აქვთ, არ კიცხავს.
9. ჯესიკა ალბა
ჯესიკა ალბაც ამავე პირობის შეტანას ითხოვს თავის ხელშეკრულებებში. მსახიობის თქმით, არ უნდა, ოჯახის წევრებმა შიშველი ნახონ, განსაკუთრებით, არ სურს, ბებია-ბაბუამ ეკრანზე მის შიშველ მკერდს უყუროს ოჯახური შეკრებების დროს.
10. ბლეიკ ლაივლი
ბლეიკ ლაივლის თქმით, სიშიშვლე ყოველთვის ყურადღებას უფანტავს მაყურებელს და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც არ სურს, კამერის წინ შიშველი გამოჩნდეს. მსახიობის თქმით, როცა ფილმს უყურებს და ვიღაცის შიშველ მკერდს ხედავს, ფილმის სხვა დეტალები ავიწყდება და, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაინც სიშიშვლეს აშტერდება. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც მსახიობს არ სურს სექსის სცენების გადაღება, ის დისკომფორტია, რომელსაც ასეთი სცენების გადაღების პროცესში იგრძნობდა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები