რას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე "უცხოური აგენტების" კანონპროექტზე
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
შალვა პაპუაშვილმა აჭარის ტელევიზიასთან ისაუბრა, რომ ჯერ არ გასცნობია ბოლომდე ხალხის ძალია პროექტს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი დააინიცირა.
- კანონით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.
- მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
დეტალები: პაპუაშვილის განცხადებით, ეს ერთის მხრივ, ფაქიზი საკითხია, თუმცა მეორეს მხრივ არ არის ახალი.
- "მე პირადად როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე დონორებთან ყოველთვის მაქვს ხოლმე ამაზე საუბარი, რომ მნიშვნელოვანი არის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა იმ სფეროში, სადაც ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირება და მიღება".
- "პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირებისა და მისი მიღების პროცესში გამჭვირვალობა გულისხმობს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რომ ხალხი ვინც იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს შემდეგ ზეგავლენა მათ ცხოვრებაზე, ის ხალხი რა ინტერესებით მოქმედებს", — ასე აფასებს პაპუაშვილი.
- მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ვალდებულება საჯარო იყოს მათი შემომწირველებისა და ხარჯების შესახებ.
- "როცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარდა პოლიტიკური ჯგუფებისა, ერთვებიან სხვა პირებიც, ორგანიზაცია იქნება თუ ა.შ. რა თქმა უნდა, ისინი ექცევიან ავტომატურად მოქალაქეების მხრიდან... მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რა ინტერესებია მათ უკან".
გარდა ამისა, პაპუაშვილმა ახსენა "აგენტებიც" და თქვა, რომ ხდება ტერმინების აღრევა.
- "ჯაშუშად ხდება აგენტობის გადმოთარგმნა", — თქვა მან.
- "ეს შეიძლება სენსიტიური თემა იყოს ზოგადად, მაგრამ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულება, თანაც იმ ჯგუფისგან, რომელიც ითხოვს აბსოლუტურ გამჭვირვალობას სხვებისგან, როგორ შეიძლება უარზე იყოს, რომ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი იყოს მათ მიმართ".
შეფასებები: ექსპერტთა ნაწილი უარყოფითად აფასებს მსგავს კანონპროექტს.
- ქართული ოცნების ყოფილი წევრი თამარ ხულორდავა ამბობს, რომ არა თუ უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის მიღება, არამედ მისი სერიოზული განხილვაც კი მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს ისედაც შერყეულ საერთაშორისო რეპუტაციას.
- საერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოს (DGAP) საერთაშორისო წესრიგისა და მმართველობის ცენტრის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ტრანსატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გზიდან.
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები