ავტომობილის მოვლა ცივ სეზონზე — რჩევები თეგეტა მოტორსისგან
დაბალი ტემპერატურის დროს, ავტომობილით გადაადგილებისას, მოულოდნელი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე დეტალის გათვალისწინებაა აუცილებელი. თუ გსურთ, სალონში სასიამოვნო სითბო გქონდეთ და ძრავაც დაცული იყოს დაზიანებისაგან, უმჯობესია, კიდევ ერთხელ შეამოწმოთ, მანქანის რომელიმე დეტალი ხომ არ გამოვიდა მწყობრიდან.
ცივ სეზონზე ავტომობილისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებზე თეგეტა მოტორსის პროდუქტების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ ლელუჩაშვილი საუბრობს.
"ავტომობილის აგებულების თითოეულ დეტალს თავისი დატვირთვა აქვს და ისინი დიდ როლს ასრულებენ ჩვენს უსაფრთხო გადაადგილებაში", — ამბობს თენგიზ ლელუჩაშვილი, — "რთულია, გამოყო ყველაზე მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო ნაწილი. სეზონებისა და ტემპერატურის ცვლილება ავტომობილზე განსაკუთრებით მოქმედებს. ზამთარი ყველაზე მკაცრი სეზონია და თოვლი და დაბალი ტემპერატურა მანქანის ზოგიერთ დეტალს აზიანებს. მათ გამართულობასა და ხარისხზე ზრუნვა, უსაფრთხო გადაადგილების აუცილებელი პირობაა".
ავტომობილის რა დეტალებს უნდა მივაქციოთ ყურადღება ცივ დღეებში?
ანტიფრიზი, ცივ ამინდებში, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ის იცავს ძრავას გადახურებისგან და კოროზიისგან. მასში შემავალი ქიმიური ელემენტები გამოხდილ წყალში გაზავების შემდეგ ებრძვის მინუს ტემპერატურას. ხშირად ზამთრის დადგომამდე გაგრილების სისტემაში არსებული ანტიფრიზის ყინვისადმი მდგრადობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ, დიდია ალბათობა, რომ მას ექსპლუატაციის ვადა ამოეწუროს. შესაბამისად, სითხე დაკარგავს ქიმიურ თვისებებს. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, ზამთრის ბოლოს კიდევ ერთხელ შემოწმდეს და, საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს ანტიფრიზი.
რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა ზამთარში გადაადგილებისას?
სრულიად ლოგიკურია, რომ ზამთარში ტემპერატურა ნულ გრადუსს ჩამოსცდება და არც თოვლით დაფარული გზის ზედაპირი იქნება ვინმესთვის მოულოდნელობა. ცივ სეზონზე ზამთრის საბურავით გადაადგილება უსაფრთხო მგზავრობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მნიშვნელოვანია, რომ საბურავის ასაკი არ აღემატებოდეს 5 წელს და პროტექტორის ზომა არ იყოს მინიმუმამდე დასული. საბურავის წარმოების თარიღის შემოწმებაში თეგეტა მოტორსის პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ.
ავტომობილის რომელ დეტალს უქმნის განსაკუთრებულ საფრთხეს ცივი ამინდი?
დაბალი ტემპერატურა უდიდეს გავლენას ახდენს აკუმულატორის რესურსზე. მისი ქიმიური შემადგენლობა ძალიან სენსიტიურია დაბალი ტემპერატურის მიმართ. სწორედ აკუმულატორზეა დამოკიდებული ჩვენი ავტომობილის დაქოქვა. ყინვა მოქმედებს მის აქტიურ ნივთიერებებზე, კერძოდ, ელექტროლიტებზე, რაც აუცილებლად აისახება აკუმულატორის ენერგიასა და მდგომარეობაზე. ყინვისაგან დასუსტებული აკუმულატორი ვეღარ ინარჩუნებს მუხტს, ელექტროლიტები კარგავენ სიმკვრივეს და ავტომობილის დაქოქვა დახმარების გარეშე შეუძლებელი ხდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია აკუმულატორის რესურსის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, მისი შეცვლა.
თეგეტა მოტორსში ცივი სეზონისთვის მანქანისათვის საჭირო მნიშვნელოვან კომპონენტებზე განსაკუთრებული აქციები მოქმედებს. მთელი საქართველოს მასშტაბით ზამთრის საბურავების შეძენა 50%-იანი ქეშბექით არის შესაძლებელი. ასევე 35%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ HIFLY-ის საბურავების შეძენისას. რაც შეეხება აკუმულატორებსა და ანტიფრიზს, მათ სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ.
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომელიც 400 ათასამდე საცალო და 35 ათასამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, Petronas და სხვა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები