ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 24 თებერვალს, უკრაინის პარლამენტმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაავრცელა.

  • ირაკლი ზარქუამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ საქართველო რადამ მიიწვია, თუმცა ისინი წასვლაზე "უარს ამბობენ".

დეტალები: ზარქუას განმარტებით, როდესაც უკრაინის მაღალჩინოსნები ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებენ, ეს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს აღარ ტოვებს.

  • მისივე თქმით, წასვლაზე უარის ერთ-ერთი მიზეზია მიხეილ სააკაშვილი.
  • "სააკაშვილს რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს, ასევე მისჯილი აქვს ევროპული სასამართლოს მხრიდან, პოლიტპატიმარს უწოდებენ", — თქვა ზარქუამ.