მედიცინის ახალი ქართულენოვანი პროგრამა — ალტე უნივერსიტეტის სიახლე აბიტურიენტებისთვის
ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლაში, რომელიც უკვე წლებია ახორციელებს მედიცინის ინგლისურენოვან პროგრამას, როგორც ქართველი ასევე საერთაშორისო სტუდენტებისთვის, 2023 წლიდან მედიცინის ქართულენოვანი პროგრამა ამოქმედდება.
ახალი პროგრამა გამოირჩევა ინოვაციური სასწავლო მეთოდებით, მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი აკადემიური პერსონალით, უნიკალური შესაძლებლობებით, პრაქტიკული სწავლებით, სწავლების შემდგომი დასაქმებისა და რეზიდენტურის გამოცდების წარმატებით ჩაბარების ხელშეწყობით. ალტე უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გაივლიან, რომელიც Evex ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოსპიტალია.
"თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ალტე უნივერსიტეტმა პროგრამების ჩამონათვალს კიდევ ერთი აქტუალური მიმართულება შესძინა და მედიცინის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე, ინგლისურენოვანი პროგრამის შემდეგ, უკვე ახალი ქართულენოვანი პროგრამაც — მედიცინა (MD) შევქმენით. პროგრამის აკრედიტაციაზე განაცხადი უკვე შეტანილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში", — აღნიშნავს ქეთევან ჩახნაშვილი, ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი.
რა უპირატესობებს სთავაზობს აღნიშნული პროგრამა მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს?
- Evex ჰოსპიტლების გრანტის მიღების შესაძლებლობას — TOP 5 აბიტურიენტს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს, 100%-ით დაუფინანსდება სწავლების სრული პირველი წელი;
- Evex ჰოსპიტლებთან ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში, ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბაზაზე კლინიკური პრაქტიკის გავლის უნიკალურ შესაძლებლობას;
- უნივერსიტეტის ფონდის შიდასაუნივერსიტეტო გრანტის მიღების შესაძლებლობას;
- სწავლების ინტეგრირებულ მეთოდს - საბაზისო და კლინიკური დისციპლინების ჩართულობით ორგანოთა სისტემების ერთ სიბრტყეში განხილვასა და მედიცინის დარგში შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარებას (პროგრამა 4 ფაზად არის წარმოდგენილი: საბაზისო, პრეკლინიკური, კლინიკური, კლინიკური პრაქტიკისა და კვლევის ფაზა);
- პრაქტიკის გავლას როგორც Evex-ის ჰოსპიტლების ჯგუფში შემავალ კლინიკებში, ასევე სხვა პარტნიორ კლინიკებსა და სამედიცინო პროფილის დაწესებულებებში;
- სამეცნიერო კვლევებში ჩართულობას;
- პრაქტიკოსი ლექტორების მიერ ჩატარებულ საინტერესო ლექციებს, მასტერკლასებს, ვორქშოფებს;
- United State Medical Licensing Examination (USMLE) — ამერიკის შეერთებულ შტატებში რეზიდენტურის მსურველთათვის მოსამზადებელ კურსებს;
- ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბაზაზე რეზიდენტურის პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ ბოლო წლებში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად აქტუალური გახდა მედიცინის, ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის მიმართულებების თანაკვეთა. კვლევები კი აჩვენებს, რომ დასაქმების საერთაშორისო ბაზარი ამ მიმართულებით პროფესიონალი კადრების ნაკლებობას განიცდის, რამაც საგრძნობლად გაზარდა მათზე მოთხოვნა.
ამ მოცემულობით, აღნიშნული სფეროებიდან შესაბამისი კომპეტენციების შესწავლა ზრდის კონკურენტუნარიანობას და აფართოებს დასაქმების არეალს მსოფლიო მასშტაბით. მედიცინა, ტექნოლოგია და ბიზნესის ადმინისტრირება ალტე უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. შესაბამისად, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, კონკრეტული პროგრამაზე სწავლის პარალელურად, განივითარონ საჭირო უნარები მომიჯნავე სფეროებში და გახდნენ კიდევ უფრო მოთხოვნადები თანამედროვე დასაქმების ბაზარზე.
მედიცინის საერთაშორისო სკოლის შესახებ
მედიცინის საერთაშორისო სკოლა 2017 წელს დაფუძნდა და აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს მსოფლიოს 17 ქვეყნიდან, ისეთი როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, იორდანია, ინდოეთი და სხვა. მედიცინის საერთაშორისო სკოლის პროგრამები შექმნილია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სამედიცინო სტანდარტების გათვალისწინებით. მედიცინის სკოლა არის ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციისა (AMEE) და მედიცინის საერთაშორისო კურსდამთავრებულთა საგანმანათლებლო კომისიის (ECFMG) წევრი. ალტე უნივერსიტეტის დიპლომი აღიარებულია ევროპის ყველა ქვეყანაში, აშშ-ში, თურქეთში, ინდოეთსა და სხვა არაერთ ქვეყანაში.
2023 წელს, ალტე უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტების მიღებას როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამებზე.
მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიე ბმულს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, შეგიძლია ალტე უნივერსიტეტს მიწერო.
და მთავარი, თუ ჯერ კიდევ არ ხარ აბიტურიენტების კლუბის წევრი, გაწევრიანდი და შეიმსუბუქე აბიტურიენტობა ალტე უნივერსიტეტთან ერთად.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები