ფლორიდაში ორსული პატიმარი ითხოვს, რომ მისი მუცლადმყოფი ბავშვი ციხიდან გამოუშვან
ნატალია ჰარელი 6 კვირის ორსული იყო, როცა ქალი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. ახლა ის ციხეშია და სასამართლო პროცესს ელოდება, თუმცა ამტკიცებს, რომ მის ნაყოფს უკანონოდ აკავებენ. ნატალიას ადვოკატის თქმით, ციხის პერსონალმა საფრთხე შეუქმნა ნაყოფს "დაბადებამდე შესაბამისი და აუცილებელი მოვლის პირობების" არარსებობის გამო.
ადვოკატის არგუმენტი ეფუძნება იმ კონცეფციას, რომ მუცლადმყოფი ბავშვი სრული უფლებების მქონე ადამიანია. იდეა იმის შესახებ, რომ მუცლადმყოფი ბავშვი კონსტიტუციური დაცვის ქვეშ მყოფი პირია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა. "მუცლადმყოფი ბავშვი არის პიროვნება, როგორც ეს ფლორიდისა და აშშ-ის კონსტიტუციითაა განსაზღვრული", — ვკითხულობთ ნატალიას ადვოკატის მოთხოვნაში.
ადვოკატმა განაცხადი მუცლადმყოფი ნაყოფის სახელზე შეიტანა და სასამართლოს მოუწოდებს, რომ ჰარელი ბავშვის დაბადებამდე ციხიდან გაათავისუფლოს."მუცლადმყოფ ბავშვს დედისგან დამოუკიდებლად აქვს უფლებები, იმის მიუხედავად, რომ ის ჯერ კიდევ საშვილოსნოშია", — ვკითხულობთ განაცხადში.
ნატალია ჰარელს იმ ქალის მკვლელობაში ედება ბრალი, რომელთან ერთადაც მოგზაურობდა. 24 წლის ნატალია მკვლელობაში ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, ბრალდებული თავს იცავდა და იარაღი მისი და მისი შვილის სიცოცხლის დასაცავად გამოიყენა. ადვოკატი იმასაც ამტკიცებს, რომ ნატალიას ციხეში არ მიუღია ის საკვები და ვიტამინები, რომელიც ორსულისთვისაა საჭირო და ასევე, ბრალდებული ექიმთან დაგეგმილ ვიზიტებზე არ მიჰყავთ.
ბავშვის მამა აცხადებს, რომ ის მუცლადმყოფი ნაყოფის კეთილდღეობაზე ღელავს. "არ მინდა, ბავშვი ნაადრევად ან წონანაკლული დაიბადოს. საშინელი პირობებია და ვგრძნობ, მას ისე არ უვლიან, როგორც წესია" — ამბობს ბავშვის მამა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
კომენტარები