თიბისიმ ESG აკადემია დააარსა
თიბისიმ ESG (გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის) აკადემიის დაარსება დააანონსა. აკადემიის პრეზენტაცია თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 22 თებერვალს გაიმართა. თიბისის ESG აკადემია Green for Growth Fund (GGF) -ისა და The European Fund for Southeast Europe (EFSE) მხარდაჭერით შეიქმნა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე — მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობა საქართველოსთვის. პანელურ განხილვაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩიე ჩურა, GGF-ის ტექნიკური მხარდაჭერის და EFSE-ს განვითარების პროგრამების უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ივანე ლექვთაძე, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის Global Shield Solutions პლატფორმის თანათავმჯდომარე კარსტენ ლოფლერი და თიბისის რისკების დირექტორი ნინო მასურაშვილი.
პანელური განხილვის მონაწილეებმა ისაუბრეს მწვანე დაფინანსების მნიშვნელობაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე და სოციალურ ტაქსონომიებზე, თიბისის როლზე მწვანე დაფინანსების ხელშეწყობაში, ცოდნის ჩამოყალიბებასა და საქართველოში მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.
ESG აკადემიის დაარსებით, თიბისი მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება და გააღრმავოს ცოდნა გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებზე. მათ შორისაა ისეთი თემები, როგორებიცაა მრავალფეროვნება, ადამიანური რესურსების პოზიტიური პოლიტიკა, მდგრადი ბიზნეს მოდელები, კლიმატური რისკები და თიბისის მხრიდან მწვანე დაფინანსებების შესაძლებლობები.
ESG აკადემია არის პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ თიბისის თანამშრომლებს, არამედ მის მომხმარებლებს აძლევს ცოდნის მიღებისა და გაღრმავების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ახლადდაარსებული ESG აკადემიის გარდა, თიბისიში უკვე ფუნქციონირებს IT აკადემიისა და რისკების აკადემიის კურსები.
თიბისის, როგორც წამყვან ფინანსურ ინსტიტუციას საქართველოში, გრძელვადიანი, მდგრადი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში, ხელმძღვანელობს მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, რაც კომპანიის განვითარების სტრატეგიის, კულტურისა და ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.
"თიბისის აქვს ამბიცია, იყოს სამაგალითო კომპანია ქვეყანასა და რეგიონში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენ გვყავს პროფესიონალთა მოტივირებული გუნდი, რომლებიც სტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ და რომლებსაც პასუხისმგებლიანი და მდგრადი ურთიერთობები აკავშირებთ თანამშრომლებთან, მომხმარებლებსა და საზოგადოებასთან. TBC აფინანსებს მდგრად ბიზნესებს, რითაც ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას და არ თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ გარემოსა და სოციუმზე. ამ გზით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მდგრადობის იდეას ჩვენს ორგანიზაციაში და მის ფარგლებს გარეთ", — აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
2021 წლიდან თიბისი გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის (ESG) მიზნებსა და ინიციატივებს იყენებს თავის ESG სტრატეგიაში. კომპანიისთვის ღირებულია ისეთი მიმართულებების განვითარება, როგორიცაა ESG მართვის სტრუქტურა დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი მენეჯმენტის დონეზე; აქცენტი მდგრად დაფინანსებაზე, სერვისებსა და პროდუქტებზე; თანამშრომლებს შორის მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა, შედეგების გაზომვა, მონიტორინგი და რეპორტინგი.
კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2023 წლის 22 თებერვალს, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებმა თიბისის გუნდისა და მენეჯმენტისთვის სემინარი ჩაატარეს. აღნიშნული სემინარი იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომელსაც მხარს უჭერს ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდი (EPTATF) და კლიმატური სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის დაწესებულება (CASF). პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ამ საკითხით დაინტერესება.
სემინარი ფოკუსირებული იყო კარგი მმართველობის, კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების ზედამხედველობისა და მართვის, კლიმატის ცვლილებისა და კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგების სამუშაო ჯგუფის (TCFD) შესახებ ცოდნის გაღრმავებაზე. სემინარსა და სამუშაო სესიებზე აქცენტი გაკეთდა თიბისიში გარემოს დაცვითი სტრატეგიის განვითარების ერთწლიანი პროექტის ძირითად მიგნებებზე და მენეჯმენტს წარედგინა სტრატეგიის განხორციელების მკაფიო პერსპექტივა.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები