სტარტაპი CARTUNE მძღოლების ცხოვრების გასამარტივებლად
თანამედროვე ბიზნეს ეკოსისტემაში სტარტაპერები უკვე არც ისე ცოტა ხანია გამოჩდნენ და მათი ინოვაციური იდეები ამ ინდუსტრიაში ნელ-ნელა თამაშის წესებს ცვლის, ახალ პროდუქტებს ქმნის და ყოველდღიურობას ამარტივებს. ადამიანების ცხოვრების გამარტივებას ემსახურება თიბისიც, რომელმაც წლებია, პროგრამა სტარტაპერი დააარსა. ეს უკანასკნელი მცირე ბიზნესებს ტრენინგებს, კონსულტაციებს, ფინანსურ დახმარებასა თუ მედიამხარდაჭერას სთავაზობს, რაც თავის მხრივ ბიზნესის გაძლიერებას და მხარდაჭერას ემსახურება. პროგრამის ნაწილია სტარტაპ ისტორიები, ბლოგების სერია, რომლითაც თიბისი საზოგადოებას აქტიურად აცნობს ახალბედა ინოვაციურ კომპანიებს დიდი მიზნებით.
CARTUNE არის სტარტაპი, რომელიც ავტომობილის მძღოლებსა და ხელოსნებს შორის ურთიერთობას ამარტივებს. უფრო კონკრეტულად, ეს პატარა კომპანია ქმნის და ავითარებს ავტოსახელოსნოების შესადარებელ პლატფორმას, სადაც შედარების მთავარი კრიტერიუმებია: ფასი, სანდოობა, ადგილმდებარეობა და თავისუფალი დრო. Სანდოობას მომხმარებლის მიერ დაწერილი რეიტინგი განსაზღვრავს, სასურველი სახელოსნოს შერჩევის შემდეგ კი ვიზიტის დაჯავშნაა შესაძლებელი.
"CARTUNE-ის მისიაა, საავტომობილო მომსახურების სფერო გაცილებით პოზიტიური, ცოცხალი, სანდო და ფერადი გავხადოთ. Პროფესიონალ და კეთილსინდისიერ ავტოხელოსნებს ფართო აუდიტორიასთან მიწვდომაში ვეხმარებით, ხოლო მძღოლებს იმ პრობლემებს ვუგვარებთ, რომელიც მათ ყოველდღიურობას სტრესულსა და უსიამოვნოს ხდის", — გვიყვება თომა ფირცხელანი, CARTUNE-ის CEO და თანადამფუძნებელი.
გუნდს ყოველთვის უნდოდა, რაიმე ჭეშმარიტად ღირებული შეექმნა და ადამიანების ცხოვრება უფრო მარტივი და ბედნიერი გაეხადა. Სწორედ ამ დროს შეიტყვეს სტარტაპ აქსელერატორი Startup Drive-ის შესახებ, რომელშიც CARTUNE-მა კომპანია Tegeta-სგან 100,000 ლარის ინვესტიცია მოიპოვა.
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 85% წლოვანებით 10 წელზე ძველია. Ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ნათელია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ავტომობილის, როგორც ფუფუნების საგნის შეძენა ბიუჯეტურად ურჩევნია. გამომდენარე აქედან, მისი შეკეთება და გამართვაც მცირე და საშუალო ავტოსახელოსნოებზე მოდის.
CARTUNE-ს ჰყავს არაერთი ლოკალური კონკურენტი. თუმცა სტარტაპს კონკურენტებისგან ის განასხვავებს, რომ როდესაც სხვა ბიზნესებმა თავიანთ სამიზნედ მოსახლეობის ის შეძლებული 15% აირჩიეს, CARTUNE-მა არჩევანი შეაჩერა ადამიანებზე, რომლებიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ.
CARTUNE თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერილ პროექტ სტარტაპ პრე-აქსელერატორშიც მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც პროფესიონალი მენტორების დახმარებით სტარტაპ განათლების ინტენსიური პროგრამა გაიარა. გუნდი აქსელერაციის პროგრამებში მონაწილეობას მათი წარმატების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად ასახელებს.
CARTUNE-ის სამომავლო გეგმები პლატფორმის განვითარებას, დახვეწას, მომხმარებლების ინტერესებზე კიდევ უფრო მეტად მორგებასა და გლობალური ბაზრისთვის მზადებას უკავშირდება.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
კომენტარები