ტარიელ ნაკაიძე

23 Feb. 2023, 20:30

ქართულმა ოცნებამ გააძლიერა საქართველოში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება. ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს უკავშირებს, თითქოსდა ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმს. ამ განცხადებით ქართული ოცნება, კერძოდ ბატონი მდინარაძე, მართლაც და ამ რუსული კანონის გატანის მცდელობით მიზან მიმართულად ეწევა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივებას.

რას ნიშნავს რადიკალური ისლამი? თუ არსებობენ ქვეყანაში ადამიანები ვინც ძალადობრივ ქმედებებს სჩადიან ან მოუწოდებენ, რას აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური. მდინარაძის ეს განცხადება ემსახურება ქვეყანაში ისლამოფობიის გაღვივებას და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის დისკრედიტაციას. სწორედ ეს არის ჩვენი შიშები ამ კანონის მიღების შემდეგ, ხელისუფლების ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციები გამოაცხადონ აგენტებად და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეზღუდონ მათი საქმიანობა.

აქამდე თუ საქართველოს მუსლიმი საზოგადოების ძალადობრივ ნაწილად წარმოჩენა ხელისუფლების თვითმიზანი იყო, ახლა უკვე მას ქართული ოცნება ინსტრუმენტად იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

პირველ რიგში, მუსლიმი თემის ინტერესია, რომ მის წიაღში არ ხდებოდეს ძალადობისკენ მოწოდება და რადიკალურ ექსტრემისტული ჯგუფების ორგანიზება, რადგან მოძალადე და ექსტრემისტი არ არჩევს მუსლიმს და არა მუსლიმს. ასევე, მინდა მივმართო ამ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, სოზარ სუბარს, განმარტოს თავისი თანაგუნდელის მიერ წარმოთქმული ტერმინი, რას ნიშნავს რადიკალური ისლამიზმი. ეთანხმება თუ არა ასეთ გამოთქმებს. მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ასეთი შეურაცხყოფისთვის.

აისისის მუქარის ადრესატი არა ერთხელ გავმხდარვარ. თუ საქართველოში ფინანსდებიან ექსტრემისტული მოძრაობები, რასაც ისლამთან საერთო არაფერი აქვს, მაშინ როგორ მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? ჩემი მანდატის ფარგლებში უფლება მაქვს ვიცოდე და კატეგორიულად მოვითხოვო, სადეპუტატო კითხვით მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რა ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებენ ქვეყანაში, რომელსაც მდინარაძე რადიკალურ ისლამიზმს ეძახის? თუმცა ყველაფერი ნათელია, ქართულ ოცნებას საქართველოს კონტექსტში რადიკალურ ისლამზე საუბარი სჭირდება რუსული კანონის გასატანად.

ასე გამოეხმაურა პარლამენტარი ტარიელ ნაკაიძე მამუკა მდინარაძეს, რომელმაც უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტზე საუბრისას თქვა, რომ არავინ იცის, როგორ ფინანსდებიან "რადიკალური ისლამიზმის რაღაც მიმდევრობები და კონცეფციები".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  3. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  4. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  5. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ისტორიული აღიარება — პორშე ცენტრი თბილისს მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა

პორშე ცენტრი თბილისმა ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო პორშე ცენტრი თბილისმა პორშეს…