სალომე ზურაბიშვილი

24 თებ, 2023

ერთი წელია, რაც რუსეთმა უკრაინის სახელმწიფოსა და სუვერენობის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ერთი წელია, რაც უკრაინელი ხალხი ერთობლივად და არნახული შემართებით უძლებს განუწყვეტელ შეტევას, დაბომბვას დესტრუქციას ქალაქებისა სოფლების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების განადგურებას.

ერთი წელია, რაც მიმდინარეობს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპებისა და კონვენციების დარღვევითა და უგულებელყოფით, ერთი წელია, რაც უკრაინამ მთელს მსოფლიოს მაგალითი მისცა, პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში, თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნით ხალხის გაერთიანება. ამ მიზანს კი უკრაინა ჰქვია.

ამ შემართებამ და ერთიანობამ შედეგიც გამოიღო. რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია. ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა, ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტა.

პირიქით, უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა დღითიდღე იზრდება. არნახული სოლიდარობა, არნახული დახმარება, არა მხოლოდ სიტყვიერი, ფინანსური, არამედ ყველა შესაძლო რესურსით. [...]

ამ ომმა ერთგვარად ახალი, თვითდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა, რომელიც აქამდე სტრატეგიულად ვერ ყალიბდებოდა. დღეს მთელმა ევროპამ გააცნობიერა, საიდან მოდის საფრთხე და რომ დღეს უკრაინა იცავს არა საკუთარ თავისუფლებას, არამედ ყველას თავისუფალ მომავალს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს7174 ნახვა
  2. ლაშა პაპაშვილის ფერმა "ყვარლის ბაგა", რომლის რძესაც "სოფლის ნობათი", "სანტე" და "აგროჰაბი" ყიდულობს — ძროხას ქათმის ნაკელს აჭმევდა6570 ნახვა
  3. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1994 ნახვა
  4. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1747 ნახვა
  5. რუსეთის რამდენიმე ოლქში ორსულ სკოლის მოსწავლეებს ერთჯერად ფულად დახმარებას, 100 000 რუბლს გადასცემენ1389 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საკითხავი ეს არის — გამომცემლობა პალიტრა L 20 წლის იუბილეს აღსანიშნავ კამპანიას გვთავაზობს

მკითხველს ყოველთვის უნდა ჰქონდეს საკითხავი — გვეუბნება გამომცემლობა პალიტრა L, რომელიც წელს პირველი წიგნის…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~