ანდრეი კასიანოვი

24 Feb. 2023, 14:54

ერთი წელი გავიდა რუსეთის აგრესიის შემდეგ. უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის ეს წელი გახდა განსაკუთრებით რთული. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საუკეთესო მოქალაქეები. რუსეთის სისხლიანი ოკუპაციის შედეგად არ დაინდეს არავინ, არც ბავშვები, არც ახალგაზრდები, არც ქალები, მაგრამ უკრაინამ შეძლო ყველაფრის გამკლავება.

უკრაინელი ხალხი არის გაერთიანებული ამ იდეის გარშემო და მიზნად ისახავს გადალახოს აღნიშნული პრობლემები. დემოკრატიული, საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არამხოლოდ ევროპის მომავალი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი დგას უკრაინის გამარჯვებაზე. ასე რომ, ეს გვაძლევს შეუდრეკელ და უპრეცედენტო დახმარებას, რომელიც გამოიხატება ფინანსური და სხვადასხვა რესურსების მოწოდებით. აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების პაკეტებით. უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს ქვეყნებს...

უკრაინელი ჯარისკაცები დგანან ქართველი ძმების გვერდით და აქტიურად იცავენ ქვეყანას, ცდილობენ გაანადგურონ რუსი ოკუპანტები. საჯარო ადმინისტრაციები, კერძო სექტორი და საქართველოს ეკლესია, რა თქმა უნდა, აწვდის თავშესაფარს იმათ, რომელთაც, ომის გამო, მოუწიათ საკუთარი ტერიტორიის დატოვება. ეს გამოიხატება ასევე ჰუმანიტარული დახმარებით. [...]

ყველა უკრაინული დროშა, რომელიც საქართველოში, საქართველოს დროშის გვერდითაა აღმართული, ქართველი ხალხისგან არის სოლიდარობის დასტური. სწორედ ეს გვაერთიანებს პუტინის სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ.

მსურს გამოვხატო ჩემი მადლიერება, პირადად, სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მისი პრინციპული, უდრეკი პოზიციისა და იმ დახმარების, რომელსაც გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ. თქვენი სიტყვები არის უკრაინელი ხალხისთვის იმ მეგობრობის სიმბოლო, რომელიც უკრაინელ და ქართველ ხალხს აკავშირებდა.

ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  2. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
  3. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  4. რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
  5. საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ

მოკლედ: ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდების მიერ…