კელი დეგნანი

24 Feb. 2023, 15:00

ეს კანონი ნამდვილად არ არის გამჭვირვალობის შესახებ, რადგან საქართველოში მოქმედ დონორებს აქვთ ანგარიშგების ძალიან დეტალური სისტემა. მაგალითად, USAID-ის მაგალითზე, ყოველი სამი თვის განმავლობაში დეტალური ანგარიში წარედგინება პარლამენტს, შემდგომ პარტნიორებიც, ასევე, დეტალურ ანგარიშს, ფინანსურს თუ სხვაგვარს, წარუდგენენ საგადასახადო ორგანოს. შესაბამისად, გამჭვირვალობის კუთხით ნამდვილად არ არის პრობლემა. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა წყაროს მეშვეობით, სხვადასხვა ვებსაიტზე.

რაც შეეხება ამერიკულ კანონმდებლობას, ის კანონი, რაც ამერიკაში მოქმედებს, ეხება ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებს, რომლებიც წარმოადგენენ სხვა ქვეყნების ინტერესებს ამერიკაში. შესაბამისად, ეს არ არის ამერიკული კანონი და ეს არის რუსული კანონის ანალოგი, რომლის მიზანი მდგომარეობს იმაში, მოახდინოს სტიგმატიზაცია ამ ორგანიზაციების, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, შეხედულება და ხელი შეუშალოს ქართველებს, რომ დაეხმარონ საზოგადოების სხვა წევრებს.

მაგალითად, ეს კანონი ხელს შეუშლის, რომ გაგრძელდეს საზოგადოების დახმარებას იურიდიული კუთხით. ხელს შეუშლის, მაგალითად, დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრებს, რომლებიც ეხმარებიან შშმ ადამიანებს. ხელს შეუშლის სამედიცინო კვლევას, რომელიც დონორების მხარდაჭერით ხორციელდება, შეუშლის ხელს ტურიზმს, ბიზნეს ასოციაციებს, ფერმერებს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ კლიმატის ცვლილებებსა თუ სხვა საკითხებზე. სია ნამდვილად ძალიან გრძელია. საუბარია იმაზე, საჭიროა კი ეს კანონმდებლობა, როცა ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა?

განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. პარლამენტი აპირებს, მიიღოს კანონი, რომლითაც შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს

მოკლედ: 14 ამერიკელი სენატორისგან შემდგარმა ორპარტიულმა ჯგუფმა წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი…