ირაკლი ქადაგიშვილი

24 თებ, 2023

სამწუხაროდ, ეს მორიგი პროვოკაციული განცხადებაა, რომელსაც დიპლომატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის მორიგი გამიზნული პროვოკაცია. სამწუხაროდ, არც პირველი და არც უკანასკნელი. ამის შემდეგ საქართველოში კიდევ ვიღაცას უჩნდება კითხვა – საქართველოში უნდათ თუ არა მეორე ფრონტის პროვოცირება? რა თქმა უნდა, უნდათ და, სამწუხაროდ, ეს განცხადება ამის ნათელი მაგალითია. დაუსრულებელი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო თავის პოზიციას მაინც მყარად ინარჩუნებს, ეროვნულ ინტერესებს იცავს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს ამ აგრესიის დაძლევაში. კასიანოვის განცხადება ყოველგვარ დიპლომატიურ ენას სცდება, თუ გნებავთ, მკაცრ დიპლომატიურ ენას. ეს პირდაპირ არის ნაჯახივით მოქნეული პროვოკაცია ერთი წლის თავზე. ასეთმა პროვოკაციებმა წონასწორობიდან არ უნდა გამოგვიყვანოს და საქართველო არ უნდა აიძულოს, საბედისწერო შეცდომები დაუშვას. ეს ნათელი ლუსტრაციაა იმის, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს პროვოცირებას, რათა აქ მეორე ფრონტი გაიხსნას. ფიქრობენ, თუ ომი იქნება, რუსეთს ახალი პრობლემები შეექმნება, მაგრამ საქართველოსთვის ეს აბსოლუტურად დამანგრეველი იქნება. ამიტომ ვამბობ, ეს საქართველოს წინააღმდეგ ნაჯახით მოქნეული პროვოკაციაა. ამის გათვალისწინებით, პრეზიდენტის განცხადებები ახალისებს ასეთი პროვოკატორების ქმედებებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე გამოეხმაურა ანდრეი კასიანოვის განცხადებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. ის რუსული ნარატივით გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის ელჩს და კიდევ ერთხელ გააჟღერა ქართული ოცნების ნარატივი, რომ უკრაინას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს7094 ნახვა
  2. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1916 ნახვა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1742 ნახვა
  4. თენგიზ შარმანაშვილი: შემოჭრა ჩრდილოეთიდან [რუსეთიდან] მოხდა იმის გამო, რომ როკის გვირაბთან სამხედროებს თავისი ამოცანა არ შეასრულებინეს1343 ნახვა
  5. ზაზა გოგავა: "გამორიცხული იყო [ომის თავიდან აცილება]"1249 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შესაძლოა, AI-ის წყალობით მომავალში მხოლოდ 2 დღე ვიმუშაოთ — ბილ გეიტსის პროგნოზი

ხელოვნური ინტელექტი (AI) დღითიდღე იხვეწება. ამან გააჩინა ეჭვი, რომ ახლო მომავალში ის სამსახურში ადამიანის ჩანაცვლებას…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~