შალვა პაპუაშვილი

24 Feb. 2023, 18:42

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, მის აღმატებულება რუსლან სტეფანჩუკს.

ძვირფასო რუსლან, ძვირფასო მეგობარო.

ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის აგრესიამ უკრაინას და უკრაინელ ერს ქაოსი, ნგრევა და ტკივილი მოუტანა. ამავე დროს, ეს იყო უკრაინელების სიმამაცის, გაუტეხლობისა და გმირობის ერთი წელი.

აგრესიიდან ერთი წლის შემდეგ, უკრაინა დგას ისე ერთიანად და მტკიცედ, როგორც არასდროს და მომავალ თაობებს გმირობის გამორჩეულ მაგალითს აჩვენებს. ამ დროის განმავლობაში, საქართველო უკრაინისადმი სრულ სოლიდარობას გამოხატავდა. ქართული დროშა კიევში, საქართველოს საელჩოში, ომის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ დაშვებულა. მშვიდობის დადგომამდე, საქართველო ათასობით უკრაინელისთვის მეორე სამშობლოდ იქცა.

2022 წლის აპრილში, ქ. კიევში ჩვენს შეხვედრას გაორებული ემოციებით ვიხსენებ. ვიყავი ბედნიერი თქვენთან, როგორც ჩემს მეგობართან შეხვედრით. თუმცა, ამავე დროს, ვიყავი დამწუხრებული და შოკირებული რუსეთის აგრესიის ტრაგიკული შედეგებით. დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი დღეები აუცილებლად დადგება და გვექნება კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა. ძვირფასო კოლეგავ, გიდასტურებთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს

თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს…