ელენე ხოშტარია

24 Feb. 2023, 20:54

მოგესალმებით კიევიდან. მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს. მივესალმები უკრაინელ მეგობრებს. ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ჩამოვიდნენ და თავშესაფარი იპოვა და ჩვენი მოქალაქეებიდან სითბო, სიყვარული და თანაგრძნობა ნახა. განსაკუთრებული პატივი მინდა გამოვხატო ჩვენი გმირების მიმართ. ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენი მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის თავს სწირავს. თავს სწირავს იმპერიასთან ბრძოლაში. ჩვენს ერთობას მთელი მსოფლიო ხედავს. ერთობას განსხვავებული აზრებით, განსხვავებული პოზიციების, განსხვავებული გემოვნების, მაგრამ ერთობას იდეის გარშემო. იდეა ცალკე არავის ეკუთვნის, მაგრამ ჩვენ ყველა ვემსახურებით. ესაა თავისუფალი, მშვიდობიანი, ღირსეული და ევროპული ქვეყნის იდეა. 

მე მოგმართავთ კიევიდან, ადგილიდან, სადაც ღირსება არის არა მხოლოდ სიტყვა, არამედ არის ყოველდღიური და ყოველწუთიერი არჩევანი, ადგილიდან, სადაც მარცხდება იმპერია, ადგილიდან, სადაც ძალიან მალე იქნება გამარჯვება. ადგილიდან, სადაც შენდება ჩვენი მომავალი და დღეს თქვენი შეკრებით ამ საქმეში ჩვენი აგური დადეთ. 

უკრაინა არის ადგილი, სადაც გამარჯვების გარანტია არავის ქონია, მაგრამ ყველას ჰქონდა რწმენა, მოქმედების რწმენა, გაბედულების, არდაღლის რწმენა, გამარჯვების რწმენა. ამ რწმენით უნდა ვიხსნათ ჩვენც ჩვენი ქვეყანა. რწმენა, რომელიც ყველაზე მძიმე მომენტში გეუბნება, არ დაიღალო, არ დანებდე და გაიმარჯვებ. ჩვენი ბრძოლა არის ძალადობასთან, უღირსობასთან, ტყუილთან, თავს მოხვეულ ტყუილთან. მე კარგად მესმი, გამარჯვება არ მოდის უბრალოდ მიტინგზე შეძახილებით. ესაა კონკრეტული ხედვის პასუხისმგებლობა და ამას ჩვენ ჩვენ თავზე ვიღებთ. საქართველო გაიმარჯვებს. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა

"რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს" (RSF) პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველომ 26 ადგილით დაიხია უკან,…