თეა წულუკიანი

26 Feb. 2023, 12:50

ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ არასამთავრობო სექტორი ითანამშრომლებს და დათანხმდება იმას, რომ გამჭვირვალობა მათთვისაც გაჯანსაღების გზაა. [...]

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სექტორში გამჭვირვალობა. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები უნდა იყოს გამჭვირვალე და ამისთვის 2013 წლიდან არაერთი ძალიან მკაცრი კანონი მივიღეთ აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების სტრუქტურებისათვის, ვფიქრობ, ეს იყო გამართლებული და აუცილებელი.

ჩვენ ასევე კერძო სექტორის გამჭვირვალობისთვისაც არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ბიზნესსაქმიანობას, თანამშრომლობითა და მათთან ურთიერთობის საფუძველზე. ამიტომაც არის ამ ქვეყანაში კორუფციის რისკები მაქსიმალურად შემცირებული. ამას მე არ ვამბობ, ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი და ახლა ჯერი არასამთავრობო სექტორზეა, რომელიც, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ითანამშრომლებს და დათანხმდება იმას, რომ გამჭვირვალობა არის მათთვისაც გაჯანსაღების გზა ფინანსური ანგარიშვალდებულების ფორმით, რადგან საზოგადოების მართვაში როცა ხარ ჩართული და როცა სახელმწიფოს მართვის პროცესში გინდა მონაწილეობის მიღება, როგორც ხელისუფლებას, ისე არასამთავრობო სექტორს გვევალება საბაზისო და ელემენტარული გამჭვირვალობა, რომ არ ვთქვა – კარგი ხარისხის გამჭვირვალობა. ამიტომ ამაში მე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.

კანონი საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს, მე როგორც ვიცი, რამდენიმე ვერსიაა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს, ეს გახდება შემდგომ ცნობილი. ახლა ამაზე არ ვმსჯელობთ, ახლა ვმსჯელობთ იმაზე, გვინდა თუ არა ყველას ერთად, რომელ სექტორსაც არ უნდა წარმოვადგენდეთ, საზოგადოების წინაშე გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება

კულტურის მინისტრის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა. მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება. მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში და მას თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ იყენებენ.

კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალაში განაცხადეს, თითქოს სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, ამერიკული კანონის ანალოგს დააინიცირებდნენ. საერთაშორისო თანამეგობრობა და ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს არ მიიღონ კანონი, რომელიც ევროინტეგრაციას დააბრკოლებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  3. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  4. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  5. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით

მოკლედ: დავით ქაცარავა ამბობს, რომ რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე, მშვიდობიან დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის…