ვეგანური მენიუს მოთხოვნის შემდეგ ბიზნეს კლასის მგზავრს თეფშით ბანანი და ჩხირები მიართვეს
ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ვეგეტარიანული ან ვეგანური ცხოვრების სტილს. ამის მიუხედავად, სასურველი პროდუქციის მიღება მათ ბევრგან მაინც უჭირთ.
ასე მოხდა ცოტა ხნის წინაც, როცა იაპონური ავიაკომპანიის მგზავრმა ფრენისას ვეგანური მენიუ მოითხოვა. თვითმფრინავზე კი მას, არც მეტი, არც ნაკლები, თეფშით მირთმეული ერთი ცალი ბანანით და წყვილი ჩხირით გაუმასპინძლდნენ.
მგზავრი, სახელად კრის ჩარი, ჯაკარტიდან ტოკიოსკენ მიემგზავრებოდა. ფრენა შვიდსაათიანი გახლდათ, ამდენად, ორჯერადი კვება იყო გათვალისწინებული — ხემსი და ლანჩი. კომპანიამ მგზავრებს ხემსად თინუსი ბადრიჯნის მაროკოული სალათით, ყველიანი სალსა და ბაგეტი მიართვა. ჩარის თქმით, იგი მოელოდა, რომ მსგავსი მენიუ იქნებოდა გათვალისწინებული ვეგანებისთვის: სენდვიჩი, სალათი, ვეგანური ყველი ან ბაგეტი.
"თუმცა, ამის ნაცვლად, მხოლოდ ერთი ცალი ბანანი მომიტანეს", — ჰყვება ჩარი.
გაოცებული მგზავრის თქმით, "ცოტათი შეურაცხმყოფელია", როცა სხვებმა მასზე მრავალფეროვანი მენიუ მიიღეს.
"განსაკუთრებით მაშინ, როცა ვეგანებისა და ვეგეტარიანელების რაოდენობა სულ იზრდება", — დასძენს ჩარი.
სიტუაცია არც მაშინ გამოსწორებულა, როცა სადილის დრომ მოაწია. ჩარიმ მხოლოდ სპაგეტი მიიღო, სხვებმა კი ყველიანი ომლეტი, რატატუი, ქათმის სოსისი და გრილზე შემწვარი ორაგული.
მოგვიანებით, კომპანიამ მოიბოდიშა და განაცხადა, რომ მგზავრების უკუკავშირის გათვალისწინებით, მომსახურებას დახვეწენ და მენიუებსაც სხვადასხვაგვარი საჭიროების მქონე ადამიანებზე გათვლიან.
კვების ობიექტებში თუ სხვაგან, შესაფერისი მენიუს მიღება ქართველი ვეგანებისთვისაც არაა ადვილი. რამდენიმე თვის წინ, საქართველოში, ვეგანმა ყოფილმა პატიმარმა სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო, რის შემდეგაც მას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც დაუკმაყოფილდა. დადგინდა, რომ პირი საპატიმროში ყოფნის დროს საკვების საკმარის რაოდენობას ვერ იღებდა და ვეგანობის ნიშნით ხდებოდა დისკრიმინაცია. ეს გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში უპრეცედენტოა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები