რამდენად მნიშვნელოვანია ლაბორატორიული გამოკვლევები ადამიანის ჯანმრთელობისთვის
ლაბორატორიულ გამოკვლევებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამედროვე მედიცინაში. სხვა სადიაგნოსტიკო საშუალებებთან ერთად, მათი შედეგები ეხმარება ექიმს დაავადების აღმოჩენასა და სიმწვავის განსაზღვრაში, მკურნალობის დაგეგმვაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში, დაავადების განვითარების რისკების შეფასებასა და მათ პრევენციაში. სწორედ ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ანალიზების ხარისხიანად შესრულებასა და ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტია მისი შესრულების სისწრაფეც.
რა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევები არსებობს და რა დროში უნდა შესრულდეს ანალიზები, რა შესაძლებლობებია ლაბორატორიული მედიცინაში დღეს და რა არის საჭირო სრულფასოვანი პასუხის მისაღებად? — ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელს მანანა ახვლედიანს მივმართეთ.
რა ტიპის გამოკვლევები არსებობს ლაბორატორიულ მედიცინაში დღეს?
ლაბორატორიული გამოკვლევების ჩამონათვალი ძალიან ვრცელია, თუმცა შეგვიძლია მათი ზოგადი ჯგუფები ჩამოვთვალოთ. ესენია: ჰემატოლოგიური გამოკვლევები (სისხლის საერთო ანალიზი), ზოგად კლინიკური (სხვადასხვა ბიოლოგიური სითხეების შესწავლა, როგორიცაა შარდი და სხვა), კოაგულოლოგიური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, მიკრობიოლოგიური, ვირუსოლოგიური, ციტოლოგიური, მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევები და ა.შ.
რა განსაზღვრავს სხვადასხვა ანალიზის შესრულების დროს?
სხვადასხვა ტესტები მკურნალი ექიმის მიერ ინიშნება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად. ლაბორატორიული ანალიზების შესრულების დროც უმეტესად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მწვავეა პაციენტი და რა არის მისი საჭიროება. ამ პრინციპით გამოვყოფთ გამოკვლევების რამდენიმე ჯგუფს. პრიორიტეტის მიხედვით, პირველია ე.წ. STAT ანალიზები, რომლებიც მყისიერად უნდა შესრულდეს, რათა პასუხი სწრაფად მივიღოთ. ისინი ტარდება მაშინ, როცა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და გადაუდებელი დახმარების ჩატარებაა საჭირო. STAT გამოკვლევები მოიცავს ელექტროლიტების, სისხლის გაზების, კრეატინინის, გლუკოზის, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, D-დიმერის, C-რეაქტიული ცილისა და
სხვა ანალიზებს. ASAP — ასე ჰქვია მეორე რიგის სწრაფად შესასრულებელ ტესტებს. ცალკე გამოვყოფთ TAT გამოკვლევებს, რომლებიც დროის გარკვეულ მონაკვეთში უნდა ჩატარდეს და რომელთა ჩამონათვალსაც სპეციალისტი განსაზღვრავს. ლაბორატორიულ მედიცინაში გამოვყოფთ რუტინულ ანალიზებსაც, რომელთათვისაც, როგორც წესი, ერთი დღე არის საჭირო.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეიძლება გამოკვლევის შედეგი ორ წუთში გვქონდეს, მაგრამ ის მოითხოვს გაანალიზებას, სწორად ინტერპრეტირებას. ზოგჯერ მისი განმეორებით ჩატარებაც ხდება საჭირო, რათა სრულფასოვანი პასუხი მივიღოთ. მართალია, სისწრაფე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ არა ხარისხის ხარჯზე. სწრაფად და ხარისხიანად — ამ პოსტულატს ეფუძნება ლაბორატორიული მედიცინა, რაც ორივე კომპონენტის თანაბარ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
გაამარტივა თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება?
რა საკვირველია, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბევრი რამ, რაც უწინ ხელით სრულდებოდა ავტომატიზებული გახადა. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს ანალიზების ჩატარების დროს. ახალმა აღჭურვილობამ და საშუალებებმა გააუმჯობესეს გამოკვლევების ხარისხიც, მათი დახმარებით მაქსიმალურად ზუსტ და სრულფასოვან პასუხს ვიღებთ. სწორედ ამიტომ, თოდუას კლინიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მათი მუდმივი გაუმჯობესებაა.
რა მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიის ხარისხის შიდა და გარე კონტროლს?
ლაბორატორიის ხარისხის კონტროლი უმნიშვნელოვანესია სრულფასოვანი ანალიზების ჩასატარებლად. თოდუას კლინიკის ლაბორატორიაში მოქმედებს ხარისხის შიდა კონტროლი, რაც აუცილებელი პროცედურაა ყოველდღიური მუშაობის დაწყებამდე. ამისთვის ვიყენებთ სპეციალურ ხსნარებს, რომლებსაც ამა თუ იმ კვლევის წინ ვათავსებთ ანალიზატორში. მიღებული მაჩვენებლების საფუძველზე ვრწმუნდებით აღჭურვილობის გამართულობაში და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ ნიმუშების ანალიზს. ლაბორატორიის ხარისხის გარე კონტროლისთვის კი, თოდუას კლინიკაში დანერგილია ორი საერთაშორისო სისტემა — RIQAS (დიდ ბრიტანეთი) და ESfEQA (გერმანია).
აღსანიშნავია ისიც, რომ ხარისხის გარე კონტროლი ახლახან გახდა ბევრი კლინიკებისთვის აქტუალური, თუმცა თოდუას კლინიკა, უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მას 1998 წლიდან ახორციელებს. ის გვეხმარება დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკვლევები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, რასაც თოდუას კლინიკის ლაბორატორიის მიერ მოპოვებული სერტიფიკატებიც მოწმობს.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები