ბრიტანელი მონათმფლობელების შთამომავლები გრენადას საჯაროდ უბოდიშებენ და კომპენსაციის გადახდას ჰპირდებიან
ბრიტანული ოჯახი ცოტა ხნის წინ კარიბის ზღვის აუზის კუნძულოვან სახელმწიფოს, გრენადას, ეწვია და საჯაროდ მოუბოდიშა მათი წინაპრების მონათმფლობელური ისტორიის გამო. ოჯახი, რომელსაც წინათ ათასზე მეტი ადამიანი ჰყავდა დამონებული, გრენადას კომპენსაციის სახით 100 ათასი გირვანქა სტერლინგის ($121 ათასი) გადახდასაც დაჰპირდა.
ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა და BBC-ის ამერიკელმა ჟურნალისტმა, ლორა ტრეველიანმა, საკუთარი წინაპრების ისტორია თავადვე გამოიკვლია და თანხაც გადაურიცხა კარიბის ზღვის ქვეყნების ერთ-ერთ უნივერსიტეტს.
ამასთან, ტრეველიანი გრენადის დედაქალაქში სიტყვით გამოვიდა, ცერემონიას კი ქვეყნის პრემიერმინისტრიც ესწრებოდა. ჟურნალისტის თქმით, საჯარო ბოდიში მისი ოჯახის პირველი ნაბიჯია მხოლოდ. ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ასევე დაამატა, რომ მონობა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული იყო და ამ პროცესში მათი წინაპრების მონაწილეობას გმობენ.
საჯარო ბოდიშის წერილს გრენადის ექვს პლანტაციაში წილის მფლობელების 104 შთამომავალი აწერს ხელს.
ამასთან, ტრეველიანის ოჯახმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკსაც, მოუწოდა, კარიბის ზღვის ქვეყნებთან საუკუნოვანი ექსპლუატაციის გამო კომპენსაციის გადახდაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
პროფესორ ჰილარი ბეკლსის თქმით, ბრიტანელებმა კარიბის ზღვის ქვეყნებში 3,5 მილიონი აფრიკელი ჩაიყვანეს, გათავისუფლებებისას კი მათი რაოდენობა მხოლოდ 600 ათასიღა იყო. ბეკლსი ასევე ამბობს, რომ მონები პლანტაციებში მძიმე სამუშაო პირობების გამო მხოლოდ 7-დან 10-წლამდე პერიოდს თუ ყოფდნენ.
კოლონიალური წარსულის გამო, კარიბის ზღვის ქვეყნებში კომპენსაციის მომხრეები ტრილიონობით ფუნტს ითხოვენ. ამის გამო, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ვიზიტებს რეგიონში, როგორც წესი, დემონსტრაციები ერთვის ხოლმე თან. გასულ წელს ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ვუპი გოლდბერგმა, უინძორების სამეფო ოჯახისგან მონებით ვაჭრობაში ბრიტანეთის იმპერიის მონაწილეობის გამო ბოდიშის საჯაროდ მოხდაც მოითხოვა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები