გიორგი კვირიკაშვილი

28 თებ, 2023

არსებულ საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ და საჯარო განხილვამ, სამწუხაროდ, უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი.

როდესაც საქართველოს ყველა მეგობრის აღქმა ერთნაირად უარყოფითია ამ კანონპროექტის მიზნებისა და დროში მიზანშეწონილობის თაობაზე, ვფიქრობ, მისმა მიღებამ, მით უფრო, დაჩქარებული წესით, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას.

როგორც ადამიანი, ვისაც უმუშავია დღევანდელი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელთან ერთად საქართველოს დასავლეთთან დაახლოებისათვის, რომელსაც არასდროს ჰქონია ჩასაფრებული პოზიცია და ხელისუფლების წარმატებისა თუ წარუმატებლობისადმი არასდროს ყოფილა გულგრილი, იმედს ვიტოვებ, რომ ქართული ოცნება არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა, დაგვაშოროს მიზანს, რომლის დაჩქარებულად მიღწევის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა.

რუსული კანონის გამო ქართულ ოცნებას მათი კიდევ ერთი ყოფილი პრემიერმინისტრი აკრიტიკებს. პარლამენტი აპირებს, მიიღოს კანონი, რომლითაც შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორ მოიპარა "ოცნებამ" სახალხო დამცველის ინსტიტუტი10060 ნახვა
  2. "ოცნების" დეპუტატმა გრანტების კანონის მიღებამდე განაცხადა, რომ ლომჯარია და პატარაია გრანტებზე ნებართვას ვერ მიიღებენ6226 ნახვა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1900 ნახვა
  4. ლაშა პაპაშვილი: ბოლო ხუთ დღეში გაყიდვები 5%-ით გაიზარდა1709 ნახვა
  5. მწერალთა სახლი: 5 აპრილს მწერალთა სახლში გამართული ღონისძიება გასცდა დადგენილ ნორმებს1500 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი Touch RGB გაიმართება

საქართველოს ბანკი განაგრძობს ტექნოლოგიური და კრეატიული ინდუსტრიის ხელშეწყობას. ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს პარტნიორობას…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~