როგორ აფასებენ პოლიტიკოსები სახალხო დამცველად იოსელიანის კანდიდატურას
დღეს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მათი პარტია ომბუდსმენობის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სახალხო დამცველის არჩევა სამართლიანი და ინკლუზიური წესით ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად წარედგინა.
- 2022 წლის 22 დეკემბერს პარლამენტმა სახალხო დამცველობის კანდიდატი ვერ აირჩია — სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი 19 კანდიდატიდან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა ვერ მოიპოვა.
ხათუნა სამნიძე: რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ იოსელიანის კანდიდატურას მისი მხარდაჭერა ექნება.
- "ერთი განცხადება მაინც მოიყვანეთ, სადაც არ ჩანს, რომ ის პრინციპული იქნება ადამიანის უფლებების დაცვაში. ემოციების ყოველთვის მესმის, უბრალოდ ეგ პოლიტიკას არ უხდება და კონსენსუსს ხშირად ვნებს", — წერს სამნიძე.
პაატა მანჯგალაძე: სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ ომბუდსმენობის კანდიდატი არც ოპოზიციიდან უნდა იყოს და არც — ხელისუფლებიდან.
- "არ მგონია, რომ ეს ქართულ ოცნებასთან შეთანხმების გარეშე სიურპრიზი იყო. ჩვენთან არავის უსაუბრია და ამ დროს გარიგებას იწყებ ხელისუფლებასთან, ცოტა უხერხულია. თუ საერთო კონსენსუსი იქნება ოპოზიციას შორის, არ ვიქნები განხეთქილების ვაშლი, მაგრამ მეუხერხულება უბრალოდ. ჩემი კანდიდატურა რომ წარედგინა ქართულ ოცნებას და ასეთი მხარდაჭერა მქონოდა და ჟივილ-ხივილი, მე შემრცხვებოდა, მაგალითად", — თქვა მან.
თამარ კორძაია: დეპუტატი პარტია მოქალაქეების გადაწყვეტილებას იწონებს.
- "ძალიან კარგი გადაწყვეტილება! ლევანი არის კვალიფიციური, გაწონასწორებული, პრინციპული და მიზანდასახული ადამიანი. წარმატებები", — დაწერა მან.
მამუკა მდინარაძე: ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ უმრავლესობაში იოსელიანს კეთილგანწყობა დაუფიქსირეს.
- "ძალიან დიდი ხანია, ლევანს ვიცნობ. არის პროფესიონალი იურისტი, იყო ძალიან კარგი ადვოკატი და არის უპატიოსნესი კაცი, მაგრამ ჯერ არ გაგვივლია მისი თემა და ასე გადაჭრით საბოლოო პასუხის გაცემა შემოთავაზებაზე დღეს არ შემიძლია. სავარაუდოდ, ამას შევძლებთ ორშაბათს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ", — თქვა მდინარაძემ.
მიხეილ სარჯველაძე: უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის განცხადებით, იოსელიანის მიმართ პატივისცემით არის განწყობილი.
- "თუმცა, რამდენად აღმოჩნდება რესურსი საიმისოდ, რომ შეთანხმებადი აღმოჩნდეს ეს ყველაფერი, ამას დრო გვაჩვენებს და კონსულტაციები", — ამბობს სარჯველაძე.
იაგო ხვიჩია: გირჩის დეპუტატის თქმით, პარტიაში ფიქრობდნენ, რომ ომბუდსმენობის არცერთი კანდიდატისთვის არ დაეჭირათ მხარი და პროცესში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამჯერად, უცნობია.
- "ლევანი ჩემი მეგობარია, შესაბამისად, მას ყოველთვის წარმატებას ვუსურვებ, უბრალოდ ეს ისეთი საკითხია, სადაც კიდევ ერთხელ უნდა მოვისმინო მისი პოზიცია, ზოგადად, რა აქვს პრიორიტეტები და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება", — ამბობს ხვიჩია.
ფრიდონ ინჯია: მისი განცხადებით, ევროპელ სოციალისტებს ჯერ კანდიდატი არ ჰყავთ, თუმცა თავად ინჯია იოსელიანის კანდიდატურას მხარდაჭერას უცხადებს.
- "კოლეგიალობიდან და მის მიმართ ჩემი სიმპათიიდან გამომდინარე, მე პირადად დავუჭერ მხარს", — თქვა მან.
-
-
გადახედვა15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
-
გადახედვასერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს
-
გადახედვაუჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი უჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვა"ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი "ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი
-
გადახედვა"გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი "გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6% ირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6%
-
გადახედვამშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის მშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის
-
გადახედვაუჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
-
გადახედვაუჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვანოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით ნოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით
-
გადახედვაიმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
-
გადახედვაპოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა
-
გადახედვაბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ ბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვასაია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია საია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია
-
კომენტარები