ვოლვო ქარ საქართველო არტისტების მხარდასაჭერად
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ბრენდის, Volvo-ს წარმომადგენლობა საქართველოში, ვოლვო ქარ საქართველო ხელოვანების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. კომპანიისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობა, ადამიანებზე, პლანეტაზე ზრუნვასთან ერთად, კულტურის განვითარების ხელშეწყობასაც მოიცავს.
უკვე მეორე წელია კომპანია Stockton-თან და Stockton Records-თან სწორედ ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით თანამშრომლობს.
2022 წლის განმავლობაში ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის MokuMoku-ს სხვადასხვა ღონისძიების მიმართულებით წარმატებული პარტნიორობის შემდეგ ვოლვო ქარ საქართველო Stockton-თან თანამშრომლობას მიმდინარე წელსაც აგრძელებს. ამ მეგობრობის ნაწილია 2 მარტს Mono Hall-ში დაგეგმილი MokuMoku-ს ახალი ალბომის — Off The Record-ის პრეზენტაციის მხარდაჭერა.
"ჩვენი თანამშრომლობა გასულ წელს, MokuMoku Invites-ის სერიის ფარგლებში, დაიწყო. ეს სერია Stockton Records-ის სტუდიაში იმართება და მსმენელს საშუალება აქვს, უშუალო გარემოში მოუსმინოს როგორც MokuMoku-ს, ისე მოწვეულ ადგილობრივ არტისტებს. მსგავსი ფორმატი ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა, რაც მიმაჩნია, რომ ამ ღონისძიებების ყველაზე საინტერესო ნაწილია. ახალ ალბომში რამდენიმე ტრეკია, რომლებიც ამ სესიების დროს დაიბადა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალი კრებულის ჟღერადობაზე MokuMoku Invites-მა თავისი მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ამიტომაცაა, რომ ეს პროექტი ჩვენთვის შემოქმედებითი პროცესის ნაწილი გახდა. ახლა კი დადგა დრო, რომ თითქმის 1-წლიანი შრომის შედეგი ბევრად დიდ მასშტაბში გადმოვიტანოთ და მაყურებელს ძალიან დასამახსოვრებელი შოუ შევთავაზოთ. გვიხარია, რომ „ვოლვო ქარ საქართველო“ ამ პროექტშიც გვიჭერს მხარს", — ამბობს კოკა გოგოხია, Stockton Records-ის დამფუძნებელი.
MokuMoku მსმენელს ახალ ალბომს სამწლიანი პაუზის შემდეგ წარუდგენს. ალბომის ჟღერადობა სრულიად განსხვავდება წინა ნამუშევრებისგან, ის უფრო მეტად როკმუსიკის ელემენტებს შეიცავს. ბენდი 2014 წელს შეიქმნა და დღემდე აქტიურად მუშაობს. ბენდის წევრთა რაოდენობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება. ის მსმენელებს ჰიპ-ჰოპ მუსიკის, პანკისა და ჯაზის მრავალფეროვან კომბინაციას სთავაზობს. ამ დროისთვის MokuMoku-ს მუსიკალური ნამუშევრები ოთხი ალბომითა და რამდენიმე სინგლითაა წარმოდგენილი.
"ჩვენი კომპანიის მიზანია, ადგილობრივ არტისტებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მუშაობასა და განვითარებაში. MokuMoku-ს ახალი ალბომის პრეზენტაციის მხარდაჭერით ვოლვო ქარ კავკასია ისევ და ისევ მხარს უჭერს ნიჭიერ ქართველ შემსრულებლებს და პარალელურად შესაძლებლობას აძლევს მსმენელს, მოუსმინოს ბენდს და მიიღოს სიამოვნება. ზოგადად, ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და მათი ხელშეწყობა ჩვენი ბრენდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გვინდა ახალგაზრდა ქართველ არტისტებს განვითარების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ", — ამბობს ეკა კევლიშვილი, ვოლვო ქარ კავკასიის მარკეტინგის მენეჯერი
ვოლვო ქარ საქართველო და Stockton-ის თანამშრომლობა MokuMoku-ს სხვადასხვა ღონისძიების მხარდაჭერას მთელი 2023 წლის განმავლობაში ითვალისწინებს. მსოფლიო და, მათ შორის, ქართულ ბაზარზე წარმატებული საავტომობილო ბრენდი ახალგაზრდული მუსიკალური ბენდის ყველა ღონისძიებაში იქნება ჩართული.
ვოლვო ქარ კავკასია 2019 წლიდან ოპერირებს კავკასიის ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ კავკასია უზრუნველყოფს.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები