ისწავლე და დასაქმდი კრეატიულ ინდუსტრიაში — MDH უნივერსიტეტის პრეზენტაცია
ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უნახავს სამეფო კარის თამაშები. HBO-ს ამ სატელევიზიო პროექტმა მსოფლიოს არაერთი მაყურებელი აღაფრთოვანა, რეალობას მოწყვიტა და მაგიურ რეალიზმში გადაისროლა.
საინტერესოა, შენ თუ იცოდი, რომ ამ სერიალზე მუშაობდნენ არა მხოლოდ პროფესიონალები, აგრეთვე, ჯერ კიდევ უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც არ შეეშინდათ თავიანთი საუცხოო იდეების გაჟღერება და მათი რეალობად ქცევა?
გინახავს მალეფისენტი? სწორედ ის მალეფისენტი, რომელშიც ანჯელონა ჯოლიმ თავის შვილთან, ვივიენ ჯოლი პიტთან ერთად, დაუვიწყარი კომპიუტერული სპეცეფექტების ფონზე პერსონაჟის პოსტმოდერნული გარდასახვა გვიჩვენა.
ამ ფილმებზე სწორედ MDH უნივერსიტეტის კურსის სტუდენტები მუშაობდნენ.
MDH-ის კურსდამთავრებულთა შესანიშნავ ნამუშევრებშია აგრეთვე ყველასთვის ასე საყვარელი იურული პერიოდის პარკი, ფორსაჟი 8, ადამიანი ობობა, X-ადამიანები, გალაქტიკის მცველები, შავი პანთერა და სხვ.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრული დიზაინისა და მენეჯმენტის მიმართულებით MDH University of Applied Sciences მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია.
განათლების ცენტრი LEAF ქართველ ახალგაზრდებს და მათ, ვისაც სურს სწავლა ამ მიმართულებით გერმანიაში გააგრძელონ, შესაძლებლობას გაძლევთ, შეხვდეთ და გაესაუბროთ MDH-ის წარმომადგენლებს თბილისში, 4 მარტს 14:00 სთ-ზე Pullman Axis Towers-ში!
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეხვედრის ფარგლებში გიორგი ჩავლეიშვილი ისაუბრებს გერმანიაში სასწავლებლად ჩაბარებასთან დაკავშირებულ პროცესებზე და საჭიროებებზე ქართველებისთვის. გიორგის მეშვეობით ასობით მოსწავლე ჩაირიცხა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით.
ახლა კი ცოტა უფრო დეტალურად უნივერსიტეტის შესახებ:
MDH უნივერსიტეტი 1988 წელს დაარსდა და უკვე 35-ე წელია, ინოვაციური იდეების მქონე მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
უნივერსიტეტმა სრული აკრედიტაცია 2004 წელს მოიპოვა.
MDH უნივერსიტეტის სასწავლო კამპუსები მდებარეობს ბერლინში, მიუნხენსა და დიუსელდორფში. უნივერსიტეტი გვთავაზობს სასწავლო პროგრამებს კინოს, ვიდეო თამაშების, დიზაინის, მოდისა და ამ სფეროების მენეჯმენტის მიმართულებით.
MDH პირველი კერძო უნივერსიტეტია გერმანიაში, რომელმაც მედია დიზაინის, თამაშებისა და ფილმების დიზაინის მიმართულებით აკადემიური ხარისხის მოპოვების შესაძლებლობა მისცა სტუდენტებს. MDH არის ის უნივერსიტეტი, რომელმაც არაერთ ადამიანს საკუთარი ნიჭი აღმოაჩენინა, დაეხმარა განვითარებაში და მათ გენიალურ იდეებს ფრთები შეასხა, მსოფლიოს მაყურებლებს კი ასე საყვარელი ფილმები თუ სერიალები უსახსოვრა.
MDH მსოფლიოს ყველაზე უნიკალური, პატარა უნივერსიტეტია, რომელიც ლიდერია მსოფლიოს კრეატიულ-შემოქმედებით უნივერსიტეტის შორის. სტუდენტების 87% ევროკავშირის მოქალაქეა.
ამჟამად უნივერსიტეტი 6 000-ზე მეტი საერთაშორისო ინდუსტრიული კომპანიის პარტნიორია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ სწავლა კრეატიულ ინდუსტრიაში დასაქმებისთვის ერთგვარი კარიბჭეა.
უნივერსიტეტის კრეატიულ კურსს მაღალკვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე პროფესორები უძღვებიან.
უნივერსიტეტი მე-5 სემესტრის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ ანაზღაურებად სტაჟირებებში. სტუდენტებს გაუვლიათ სტაჟირება და პროფესორებთან ერთად უმუშავიათ მარველის ფილებზე.
უნივერსიტეტს ჰყავს 40 000-ზე მეტი კურსდამთავრებული, რომელთაგან 120-ზე მეტს აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია უკავია Linkedin-ის მონაცემებით.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მუშაობენ ისეთ დიდ კომპანიებში, როგორიცაა Trixter, Scanline, Pixomondo, Rise FX, BMW, Bosch/Siemens.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ კომპიუტერულ თამაშებსა და მაღალი მოდის ციფრულ ინდუსტრიაშიც.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სტუდენტები გერმანიაში სამსახურის მოძიებისთვის მაქსიმუმ 18-თვიან სავიზო გარანტიას იღებენ.
კომპიუტერული თამაშების მიმართულებით, MDH-ის სტუდენტები 2016 წლის "ახალგაზრდა ტალანტების კონკურსის" პრიზიორები გახდნენ, წლის საუკეთესო ვიდეო თამაშისთვის Cubiverse.
ამავე მიმართულებით, MDH-ის კურსდამთავრებულებმა იმუშავებს ისეთი ვიდეო თამაშების შექმნაზე, როგორიცაა: Realm of the Machines, Mercury Shift 3D, Tink, The Last Tinker: City of Colors, Windchaser და სხვ.
მოდის მენეჯმენტი გაინტერესებს? ამ შემთხვევაშიც, MDH საუკეთესო არჩევანი იქნება. MDH-ის მოდის მენეჯმენტის კურსდამთავრებულები დღეს მუშაობენ ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Giorgio Armani, Michael Kors, Tommy Hilfieger, Lacoste, Hugo Boss, Louis Vuitton, Hermes და სხვ.
MDH გთავაზობს ბაკალავრიატის 6 პროგრამას:
- ციფრული ფილმის დიზაინი VFX;
- მოდის მენეჯმენტი;
- თამაშების დიზაინი;
- მედიის დიზაინი;
- მედიის მენეჯმენტი;
- Legal Tech;
მაგისტრატურის ორ პროგრამას:
- დიზაინის მენეჯმენტი;
- ციფრული ლიდერშიფი.
უნივერსიტეტში 25%-იანი დაფინანსების მოპოვებაც არის შესაძლებელი.
დაინტერესების შემთხვევაში, LEAF გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში უფასოდ. გამოფენაზე 4 მარტს, 14:00 საათზე, Pullman Tbilisi Axis Towers- ში გელოდებიან. დასწრება უფასოა.
დარეგისტრირდი ახლა, რადგან რეგისტრაცია შეწყდება 3 მარტს 14:00 სთ-ზე.
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები