გაზაფხულის ველი ქალებისთვის
როგორც იქნა გაზაფხულდა და სამყაროსთან და ბუნებასთან ერთად, ადამიანებიც ვიწყებთ გამოცოცხლებას. სიახლის სასიამოვნო შეგრძნება გვაქვს ყველას. ალბათ ამიტომაც, შემთხვევითი არაა, რომ განახლებისა და სიცოცხლის საწყისის — გაზაფხულის პირველი თვე, სიმბოლურად, ქალების თვეა.
3 მარტს საქართველოში — დედების დღე, 8 მარტს კი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს ამერიკასა და ევროპაში, მე-20 საუკუნის დასაწყისში დაუდეს დასაბამი. მალე, ტრადიცია ერთდღიან აღნიშვნას გასცდა და მთელი თვე ქალების მხარდაჭერას დაეთმო. ასე იქცა მარტი ქალთა ისტორიის თვედ. იმ ისტორიის, რომელიც სხვადასხვა მიზნისა და უსაზღვრო შესაძლებლობების ქალებმა შექმნეს და ახლაც ქმნიან.
წელიწადის ამ დროს ქალები, განურჩევლად ეთნიკური, სოციალური თუ მსოფლმხედველობრივი განსხვავებებისა, საკუთარ მიღწევებს აღნიშნავენ. მიზანი კი წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში, სხვადასხვა მიმართულებით, ქალების როლის წარმოჩენაა.
ამიტომ, ბუნებრივია, რომ მარტის თვეს Veli.store-იც სწორედ ქალების მხარდაჭერას უთმობს.
მოახლოებულ დღესასწაულებთან ერთად, ალბათ, ბევრი თქვენგანი საჩუქარზე ფიქრობთ — მეორე ნახევრისთვის, დედისთვის, ოჯახის წევრისთვის, თანამშრომლებისთვის.
იდეა ბევრია. თუმცა, არსებობს ერთი უნივერსალური საჩუქარი, რომელიც ყველა ასაკისა თუ პროფესიის ქალისთვის, ერთნაირად საჭირო და სასიამოვნოა — დრო.
ცხოვრების აჩქარებულ ტემპში და იმ საზოგადოებაში, რომელიც დღეს ძალიან კონკურენტულია, ადამიანებს ხშირად გვიჭრის საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი საგარეო და საშინაო საქმიანობები ქალის თანაბარი პასუხისმგებლობაა.
იმის პარალელურად, რომ თანამედროვე სამყაროში ქალებმა, დედის, მეუღლისა და დიასახლისის გარდა, ნელ-ნელა ახალი ფუნქციები და როლები შეიძინეს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა იმის გააზრება, თუ რას ნიშნავს იყო კარგი დედა, მეორე ნახევარი, მეგობარი, თანამშრომელი, მოქალაქე… თუმცა, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეცვლილ პასუხისმგებლობებთან, პრიორიტეტებთან და მიზნებთან ერთად, მნიშვნელოვანია არასოდეს დაივიწყოთ ის პატარა დეტალები, რაც სიამოვნებას განიჭებთ, ის ოცნებები, რაც ჩაფიქრებული გაქვთ. თქვენი სურვილები და გადაწყვეტები ყოველთვის ღირებულია — ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და რეალობაში. ამის გააზრებისთვის კი მნიშვნელოვანია გრძნობდეთ მხარდაჭერას და გქონდეთ დრო და სივრცე, სადაც საკუთარ თავს პერიოდულად მიუბრუნდებით.
ტერმინი me time — დრო საკუთარი თავისთვის — ხშირად დანაშაულის შეგრძნებას იწვევს. ეს შეგრძნება საყოველთაოა და თანამედროვე ადამიანისთვის მასში არაფერია განსაკუთრებული. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სწორედ ამ დროის ჩვენთვის გამოყენება გვაქცევს მისაბაძ მშობლად, თვითკმარ და მხარდამჭერ მეორე ნახევრად, გუნდის მამოტივირებელ და ენერგიულ წევრად.
საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნის დროის პატარა მონაკვეთიც კი, გვაძლევს თავისუფლებას და შესაძლებლობას, რომ გავიაზროთ წარსული გამოცდილებები და აღმოვაჩინოთ ახალი მისწრაფებები. დავფიქრდეთ — რაღაც ახლის ცდა ხომ არ გვინდა, რაღაც ახალი ხომ არ გვაინტერესებს? სწორედ დაფიქრებას მივყავართ პატარ-პატარა აღმოჩენებამდე.
Me time სულაც არ ნიშნავს მასშტაბურ ცვლილებას ან მიზანს, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. პირიქით. ეს, დღის განმავლობაში დროის მცირე მონაკვეთის პოვნაა, რომელსაც ისეთ პატარა, მაგრამ სასიამოვნო გამოცდილებებს უთმობ, როგორიცაა საინტერესო წიგნის კითხვა, ახალი რეცეპტით კერძის მომზადების მცდელობა, იოგას 15 წუთი, დღიურში გულწრფელი ჩანაწერები, ან თუნდაც სააბაზანოში თავის მოვლის რამდენიმე წუთიანი რუტინა.
სწორედ ამ პატარ-პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი სურვილების ასრულებაში დაგეხმარება ველი. ვირტუალურ სივრცეში ქალები იპოვით ყველაფერს, რაც ყოველდღიური სიამოვნებისთვის და ერთი რიგითი დღის გახალისებისთვის გჭირდებათ. რაც მთავარია, ამ მატერიალურ ნივთებთან ერთად, ველი არამატერიალურ, მაგრამ ყველაზე ძვირფასს — დროს გჩუქნით იმისთვის, რომ მარტივად — სახლიდან გასვლის, დროისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე აისრულოთ სურვილები. დაზოგილი დრო კი თქვენს თავს მოახმაროთ.
მთელი მარტის განმავლობაში მომხმარებელს ველის ყველა კატეგორიაში სპეციალური, 50%-მდე ფასდაკლება დახვდება. საჩუქრების კატეგორია კი განსაკუთრებული დღეებისთვის იდეალური ნივთის შერჩევას გაგიადვილებს.
მოდით, ეს იყოს თვე, როდესაც დანაშაულის შეგრძნებისა და ყოველგვარი "მაგრამ" და "რა მოხდება"-ს გარეშე, თქვენს დროს თქვენთვის დახარჯავთ.
ეს ყველაფერი უბრალო სიტყვები და მოწოდება რომ არ იყოს, ველი საკომუნიკაციო არხებს, მთელი თვის განმავლობაში, სხვადასხვა პროფესიის, როლის, ისტორიისა თუ მიზნების ქალებს დაუთმობს, რომლებიც საკუთარი პირადი, ოჯახური თუ საქმიანი ცხოვრების საინტერესო გამოცდილებებს გაგვიზიარებენ და იმასაც მოგვიყვებიან — დატვირთული ცხოვრების პარალელურად, როგორ ხარჯავენ დროს. ვიღაცისთვის ეს ისტორიები საინტერესოდ მოსასმენი ამბავი შეიძლება იყოს, ბევრისთვის კი მოტივაციის მიმცემი მაგალითი. იმის მაგალითი, რომ შესვენება, ამოსუნთქვა, საკუთარი თავის ხელახალი აღმოჩენა და საკუთარი თავისთვის დახარჯული დრო, სულაც არაა დანაშაული.
ყველა ეს ისტორია და ამ ისტორიის მთავარი მოქმედი გმირები, აგრძელებენ და ქმნიან ამბავს და ტრადიციას, რომელიც 1 საუკუნის წინ, ერთმანეთის თანადგომის მიზნით დაიწყო. ამბავი, რომელიც დგას ერთმანეთისა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერაზე, თანასწორობაზე, ერთმანეთის მიღწევების, მიზნებისა და ოცნებების აღიარებასა და პატივისცემაზე, საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის შესაძლებლობების შექმნაზე.
ახლა შენი დროა გააგრძელო ეს ისტორია და დაფიქრდე — რა არის დიდი თუ პატარა, მაგრამ შენთვის მნიშვნელოვანი ამბავი და სათქმელი, რომელიც გინდა რომ სხვა ქალებსაც გაუზიარო.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები