დარახველიძე "არასწორს" უწოდებს განცხადებას, რომ 5 ივლისის საქმის რამე ნაწილზე შსს-მ არ იმუშავა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გუშინ, 28 თებერვლას გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა 5 ივლისს ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე იძალადეს.
- აღნიშნული იყო, რომ იმავე ჯგუფებმა დაარბიეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია პარლამენტთან, სადაც სცადეს შტურმი პარლამენტზე და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს.
- ასევე, ვკითხულობთ, რომ შსს-მ მთელი დღის განმავლობაში ვერ შეძლო არეულობის კონტროლი.
- გარდა ამისა, ხაზგასმული იყო ისიც, რომ მიუხედავად 28 მოძალადის დაკავების და გასამართლებისა, ჯგუფის არც ერთი ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი პასუხისგებაში არაა მიცემული.
- "ეს მოვლენები მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერმინისტრმა Tbilisi Pride-ის დაგეგმილ ღონისძიებას მიზანშეუწონელი უწოდა", — განაცხადა დეპარტამენტმა.
დეტალები: დარახველიძემ "არასწორი" უწოდა განცხადებას, რომ 5 ივლისის საქმის რამე ნაწილზე ან მიმართულებაზე უწყებამ არ იმუშავა.
- "როცა სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაზე ვსაუბრობთ, იმისთვის, რომ ადამიანს ბრალდება წაუყენო, საკმარისი მტკიცებულება უნდა არსებობდეს".
- მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის 12 სხვადასხვა საქმეზე აწარმოეს, შეიკრიბა ათასზე მეტი მტკიცებულება და პასუხისგებაში მიეცა 31 პირი.
- ასევე, 100-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია ადმინისტრაციულად, ხოლო 300-ზე მეტი მოწმეა დაკითხული.
- დარახველიძე ამტკიცებს, რომ პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა და სადაც "საკმარისი მტკიცებულება და სტანდარტი გამოიკვეთა, ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ".
2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა და სასულიერო პირებმა დააორგანიზეს ძალადობა.
- დაარბიეს აქტივისტების ოფისები, იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
- 5 ივლისს დილით ღარიბაშვილმა თქვა, რომ დაანონსებული მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია.
- ამტკიცებდა, რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები" პირიქით, უმცირესობების დისკრიმინაციას უწყობს ხელს.
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
კომენტარები