იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრთა ნაწილი ყოველთვიურად ორმაგ, ზოგ შემთხვევაში კი, სამმაგ დანამატს იღებენ
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ანგარიშსს აქვეყნებს, რომელშიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შრომის ანაზღაურების გამჭვირვალობაა მიმოხილული.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშში სამი ტიპის დანამატზე — მოსამართლის, საბჭოს წევრობისა და ე.წ. სადღესასწაულო დანამატებზეა საუბარი და ნათქვამია, რომ წევრთა ნაწილი ყოველთვიურად ორმაგი, ზოგ შემთხვევაში კი სამმაგი დანამატით სარგებლობენ.
- ცენტრი მიუთითებს, რომ მოსამართლეები, საბჭოს გადაწყვეტილებით, დანამატს იღებენ ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე, ე.წ. სადღესასწაულო დანამატს კი კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს.
- აღნიშნავენ, რომ საკითხზე მუშაობისას სერიოზული დაბრკოლება იყო შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობა, რადგან შრომის ანაზღაურებაზე ინფორმაცია არასრულყოფილად, განზოგადებული ფორმით და ხშირად, კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით გაიცემოდა.
ცენტრის შეფასებით, კანონმდებლობა საბჭოს წევრებისა და დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის შრომის ანაზღაურების გაცემის საკითხს დეტალურად არ აწესრიგებს, ეს კი გადაწყვეტილების მიღებისას თვითნებობისა და ინტერესთა კონფლიქტის რისკებს ზრდის.
- ანგარიშში ნათქვამია, რომ დანამატების დიდი ნაწილი არა დამსახურების მიხედვით, არამედ უსაფუძვლოდ და მექანიკურად, ყოველთვიურად გაიცემა საბჭოს ყველა წევრის მიმართ.
- საუბარია იმაზეც, რომ საბჭოს მოსამართლე წევრების უმრავლესობა ცალკეულ თვეებში თანამდებობრივ სარგოზე სამმაგ დანამატსაც იღებდნენ.
- "საბჭო არღვევს არამოსამართლე წევრებისა და დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის დანამატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნების კანონისმიერ ვალდებულებას; დამოუკიდებელ ინსპექტორს კანონმდებლობით არ აქვს ფინანსური მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება", — ნათქვამია ანგარიშში.
დეტალები: ცენტრი მიუთითებს, რომ საბჭო, ფაქტობრივად, წინასწარ ადგენს ყველა მოსამართლე წევრის მიერ მომავალში თავისი უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების ფაქტს და დანამატს არა ინდივიდუალურად, არამედ ზოგადი წესით გასცემს.
- 2021 წელს საბჭოს მოსამართლე წევრებზე დანამატის სახით ჯამურად 129 600 ლარია გაცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად ყველა მოსამართლე წევრმა, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ 1 200-ლარიანი დანამატი მიიღეს.
- აღნიშნავენ, რომ საბჭო აშკარად არღვევს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
მაგალითისთვის, ცენტრის ცნობით, 2022 წლის ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ხელფასი 5 300 ლარი, საბჭოს წევრობის 1 200- ლარიანი, მოსამართლის 3 050-ლარი და სადღესასწაულო 1 855-ლარიანი დანამატები მიიღო.
- დეკემბერში კი ე.წ. სადღესასწაულო დანამატმა 5 300 ლარი შეადგინა.
- რაც შეეხება ლევან მურუსიძეს, როგორც ანგარიშიდან ვიგებთ, მან ორივე თვეში ხელფასის სახით 5 000 ლარი მიიღო, ასევე, აღებული აქვს მოსამართლეობის, საბჭოს წევრობის დანამატებიც.
- ამასთან, მურუსიძემ ნოემბერში მიიღო 1 750-ლარიანი ე.წ. სადღესასწაულო დანამატი, ხოლო დეკემბერში ეს თანხა 5 000 ლარი იყო.
- On.ge ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იუსტიციის საბჭოსთან ცდილობს დაკავშირებას. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები