დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები თალაკვაძეს მიმართავენ, არ დაუჭიროს მხარი რუსულ კანონს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ორგანიზაციები ქართული ოცნების დეპუტატისადმი ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.
- მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
- მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
- გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა,რომ ეს რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.
"უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი გააკრიტიკა არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.
- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
- ომბუდსმენის აპარატშიც ამბობენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.
- ხალხის ძალაში ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს მათი პროექტი არა რუსული, არამედ უნგრული და ამერიკული კანონიდანაა აღებული, თუმცა ასე არ არის.
- სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ის არ არის აშშ-ში არსებული კანონის მსგავსი, რაც შეეხება უნგრულ კანონს OSCE/ODIHR, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაერომ ის უარყოფითად შეაფასა.
- ამ განმარტებების, მოწოდებებისა და მიმართვების ფონზე, კანონპროექტზე გამიჯვნის ნაცვლად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მას მხარს დაუჭერენ.
დეტალები: დემოკრატიის ჩართულობის ცენტრი 10 რეგიონიდან თალაკვაძეს წარსულ საქმიანობას ახსენებს.
- თალაკვაძის ყოფილი კოლეგები იმედოვნებენ, მმართველი პარტიის დეპუტატი გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა რუსული კანონპროექტი კანონად არ იქცეს.
- "2011-2012 წლებში, როცა USAID-ის "კარგი მმართველობის" პროგრამაში მუშაობდით, აქტიურად უჭერდით მხარს ძლიერი, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების იდეას, რომ მათი დახმარებით გაძლიერებულიყვნენ ახალგაზრდები, ქალები, შშმ პირები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ფერმერები, საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანები", — ნათქვამია მიმართვაში.
- ორგანიზაციები იმედს გამოთქვამენ, რომ თალაკვაძე, რომელიც "2011-2012 წლებში აშშ-ის ელჩთან ერთად სიამაყით ხსნიდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს" დღეს მათ "უცხოური გავლენის აგენტებად" გამოცხადებას მხარს არ დაუჭერს.
- "გვჯერა, რომ თქვენ არ დაუჭერთ მხარს ამ კანონს და დაარწმუნებთ თქვენს კოლეგებს, რომ ის მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის, არამედ საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ", — ვკითხულობთ წერილში.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები