მიმართვის შემდეგ, სამხარაძე აპირებს, სტუდენტებს დაუმტკიცოს, რომ კანონი დემოკრატიასთან წინააღმდეგობაში არაა
ქართული ოცნდების დეპუტატი ამბობს, რომ მას წერილი ყოფილმა სტუდენტმა გაუგზავნა.
სტუდენტებმა ყოფილ ლექტორს, საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარეს წერილი მისწრეს და მოუწოდეს, არ დაუჭიროს მხარი რუსულ კანონს.
- ისინი მიიჩნევენ, რომ "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირს უთხრის.
- "ის პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალებს, სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია თქვენს ლექციებზე. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ საჯაროდ გამოთქვამთ კანონპროექტისადმი უარყოფით პოზიციას და შეძლებთ თქვენი კოლეგების დარწმუნებას კანონპროექტის მიზანშეუწონლობაში", — ნათქვამი იყო წერილში.
- ასევე, მიმართავდნენ სამხარაძეს, შეხვდნენ მისთვის მისაღებ საჯარო ფორმატში, გაუზიარონ მოსაზრებები და მოისმინონ არგუმენტები.
დეტალები: სამხარაძის თქმით, სტუდენტებს შეხვედრა შესთავაზა და ამბობს, რომ მათთან ისაუბრებს ყველაფერზე, რაც აინტერესებს.
- "რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ, რას ეფუძნება ეს შიშები, ჩვენ რა პოზიცია გვაქვს. როგორ ვუყურებთ ამ კანონპროექტის სამომავლო ბედს. ასევე, რას იტყვის ვენეციის კომისია და ა.შ".
- ამბობს იმასაც, რომ მეორე მოსმენა მხოლოდ და მხოლოდ მუხლობრივ განხილვას გულისხმობს, თუმცა ის არ გაიმართება მანამ, სანამ, ვენეციის კომისიისგან რეკომენდაციას არ მიიღებენ.
- თანაგუნდელების მსგავსად, ისიც გამჭვირვალობის საჭიროებაზე აპელირებს და ამტკიცებს, რომ კანონი "ვერანაირად ვერ იქნება წინააღმდეგობაში დემოკრატიასთან".
- "თუ მათ კონკრეტულ ტერმინებზე აქვთ აქვთ წუხილი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ტერმინებს და წუხილებს მეორე მოსმენის დროს დეტალურად განვიხილავთ მათთან ერთად, სხვათა შორის, მათ ჩართულობითაც", — ამბობს სამხარაძე.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.
- მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
- მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
- გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა,რომ ეს რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.
"უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი გააკრიტიკა არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.
- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
- ომბუდსმენის აპარატშიც ამბობენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.
- ხალხის ძალაში ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს მათი პროექტი არა რუსული, არამედ უნგრული და ამერიკული კანონიდანაა აღებული, თუმცა ასე არ არის.
- სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ის არ არის აშშ-ში არსებული კანონის მსგავსი, რაც შეეხება უნგრულ კანონს OSCE/ODIHR, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაერომ ის უარყოფითად შეაფასა.
- ამ განმარტებების, მოწოდებებისა და მიმართვების ფონზე, კანონპროექტზე გამიჯვნის ნაცვლად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მას მხარს დაუჭერენ.
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
კომენტარები