5 რამ, რასაც ჰარი პოტერი დედობაზე გვასწავლის
ჰარი პოტერი რომ რიგით ზღაპარზე ბევრად მეტია — ამის მტკიცება, მგონი, კარგა ხანია, საჭირო აღარაა. ბავშვების საყვარელი წიგნების სერიას უფროსებისთვისაც ბევრი რამის სწავლება შეუძლია — იქნება ეს დანაკარგით გამოწვეულ ტკივილზე თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე.
პოტერიადა დედობაზეც გვიყვება. ჯოან როულინგს ექვსიოდე თვით ადრე ჰქონდა პირველ წიგნზე მუშაობა დაწყებული, როცა გაიგო, რომ დედამისი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მწერალი ამბობს, ამის შემდეგ ამბის შინაარსი კი არ შეცვლილა, მაგრამ სიუჟეტში ყველაფერი უფრო შავ-ბნელი და სიღრმისეული გახდაო. ეს დაეტყო ნაწარმოებში დედის სიმბოლოსაც — როულინგმა სხვადასხვა პერსონაჟის მაგალითით დაგვანახა, რას ნიშნავს დედობა და დედობრივი მზრუნველობა.
სტატიაში შეხვდებით სპოილერებს ჰარი პოტერიდან
1. დედები ხშირად დიდი რისკის ფასადაც იცავენ შვილებს
ნარცისა მალფოი სიკვდილის მხვრელი და ვოლდემორის რიგების წევრია, ამიტომ, იგი შეიძლება ისტორიის ანტიგმირების სიასაც მივათვალოთ. თუმცა, საგაში არის ერთი მომენტი, რომელმაც ამ პერსონაჟზე შეხედულება ბევრ ჩვენგანს შეაცვლევინა — ნარცისა ბნელ ლორდს ატყუებს. იგი ვოლდემორს ჰარის სიკვდილს უდასტურებს — მხოლოდ იმიტომ, რომ გაიგოს, დრაკო ცოცხალია და იპოვოს თავისი შვილი. ამ მომენტში ის აცნობიერებდა, რომ ეს ტყუილი, შესაძლოა, საკუთარი სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.
თუმცა, ნარცისამ მანამდეც დაამტკიცა, რომ დრაკოს გამო საფრთხეში ჩავარდნას არად დაგიდევდათ. აზკაბანში ლუციუსის მოხვედრის შემდეგ, ვოლდემორმა მამამისის შეცდომის გამოსწორება დრაკოს ანდო და დამბლდორის მოკვლა დაავალა. პირველად სწორედ მაშინ წავიდა ნარცისა ბნელი ლორდის წინააღმდეგ — სნეიპს ეწვია და მუხლებში ჩავარდნილმა სთხოვა, მისი შვილისთვის ეს სახიფათო მისია თავიდან აეცილებინა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავიდან დრაკოს სასწავლებლად დურმსტრანგში აგზავნიდნენ, მაგრამ დედამისმა შვილის ასე მოშორება არ მოისურვა.
2. დედობრივი სიყვარულისთვის სისხლით ნათესაობა აუცილებელი პირობა სულაც არაა
არა მხოლოდ პოტერიადაში, საბავშვო ლიტერატურაშიც დედის ერთ-ერთი საუკეთესო სიმბოლო მოლი უისლია. შვიდი შვილის დედა თავისი თვისებებით ალბათ ბევრს მოგვაგონებს საკუთარ დედებს — ოდნავ მკაცრი, ძალიან გულკეთილი და საუკეთესო ორგანიზატორი. იმის მიუხედავად, რომ უისლები ხელმომჭირნედ ცხოვრობენ, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ოჯახური სიმყუდროვეა, რომელსაც დიდწილად სწორედ მისის უისლი ქმნის. მერე რა, რომ ხანდახან კურსელების თანდასწრებით გიწევს მისგან გამოგზავნილი მყვირალას გახსნა.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მოლიმ ჰარი, ფაქტობრივად, მერვე შვილად მიიღო და ზუსტად ისევე გაუნაწილა თავისი უპირობო სიყვარული, როგორც უისლებს. ჰარი ჰოგვორტსში სწავლის პირველივე წელს რონის მსგავსად იღებს საჩუქარს მისის უისლისგან — ზუსტად ისეთივე ჯემპრს. მაშინ იგი პირველად გრძნობს დედობრივ სიყვარულს, რადგან აღმზრდელ დერსლებს მის მიმართ მზრუნველობა არასდროს გამოუჩენიათ. მოლი კი მერე ჰარის მფარველადაც იქცევა, რომელიც მასზე დედასავით ღელავს.
3. დედობა შვილის უსაზღვროდ განებივრებას როდი ნიშნავს
ჰარი პოტერში დედის ცუდი სიმბოლოებიც მრავლად გვხვდება და ერთ-ერთი მათგანი უდავოდ პეტუნია დერსლია. ერთი შეხედვით, იგი თან ჰყვება დადლის და მისი ყველა სურვილის ასრულების სადარაჯოზეა. თუმცა, დადლი რომ ასეთი თავნება, მჩაგვრელი და, უბრალოდ, უსიამოვნო ადამიანია, ეს სწორედ მისი და ვერნონის აღზრდის მეთოდების ბრალია. ხოლო მზრუნველობა რომ შვილის ყველა გადაწყვეტილების მოწონებას არ ნიშნავს, ამის დასტური პეტუნიას ანტისახე, მოლი უისლია.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ობოლი დისშვილისთვის დედობა სწორედ პეტუნიას უნდა გაეწია, თუმცა, ჰარის მისგან მხოლოდ გულცივობა, უყურადღებობა და ჩაგვრა ახსოვდა.
4. დედებიც ცდებიან ხოლმე
პეტუნიას მაგალითითაც ჩანს, რომ პოტერიადაში დედების ცუდი ქმედებებიც თვალსაჩინოა. თუმცა, ჰარის დეიდის გარდა, ისტორიაში კიდევ რამდენიმე ასეთ პერსონაჟს ვხვდებით.
ცალსახად უარყოფითი პერსონაჟები არ არიან ალბუს დამბლდორის დედა, კენდრა და ვოლდემორის დედა, მეროუპი. თუმცა, ორივე მათგანმა თავის დროზე შეცდომა დაუშვა, რამაც, მოგვიანებით, მათ შვილებს ავნო. თავისი შვილის, არიანას, თავს მომხდარი ამბის შემდეგ, კენდრამ გოგოს შინ გამოკეტვა ამჯობინა, რამაც მერე თავად მასაც მოუსწრაფა სიცოცხლე. რაც შეეხება მეროუპს, მან ჯადოქრობა — სიყვარულის ელექსირი — გამოიყენა, რათა ვოლდემორის მამასთან ოჯახი შეექმნა. გავრცელებული თეორიის მიხედვით, რომელიც როულინგმაც ნაწილობრივ დაადასტურა, ვოლდემორს სიყვარულის უნარი სწორედ იმიტომ არ შესწევს, რომ თავადაც უსიყვარულო კავშირის შედეგად დაიბადა.
კენდრასა და მეროუპისგან განსხვავებით, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პერსონაჟია სირიუს ბლექის დედა, უალბურგა. ის იმის მაგალითიცაა, რომ დედებს შეიძლება არათუ რამე ეშლებოდეთ, არასწორი დამოკიდებულებებიც კი ჰქონდეთ. ცხადია, არასწორი დამოკიდებულებები ჰქონდა ნარცისასაც, მაგრამ მას შვილი უპირობოდ უყვარდა. უალბურგამ კი, რომელიც ვოლდემორის თანამოაზრე გახლდათ და შერეულსისხლიან ჯადოქრებს ვერ იტანდა, საპირისპირო შეხედულებების გამო, შვილიც კი მოსწყვიტა ოჯახს; სირიუსი, რომელიც "წმინდასისხლიანი ჯადოქრების" იდეას არ უჭერდა მხარს და მაგლებთან მეგობრობდა, დედამისმა გენეალოგიური ხიდან მოაშთო.
5. დაბოლოს — დედობრივი სიყვარული სასწაულებსაც ახდენს
პოტერიადაში დედობის თემაზე ლილი პოტერის ხსენების გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ. ჰარის დედამ ხომ შვილის გადასარჩენად თავი გასწირა — მეტიც, იგი სიკვდილის შემდეგაც მის მფარველად იქცა.
"დედაშენი შენს გადასარჩენად მოკვდა", — ეუბნება დამბლდორი ჰარის პირველი წიგნის დასასრულს, — "ვოლდემორს თუ რამის არ ესმის, ეს სიყვარულია. ვერ მიხვდა, რომ დედაშენის სიყვარულივით ძლიერი გრძნობა თავის კვალს ტოვებს. ნაიარევს და ხილულ ნიშანს კი არა... ასეთი სიყვარული, მაშინაც კი, თუ ადამიანი უკვე გარდაცვლილია, სამუდამოდ გვიცავს".
მართალია, ჰარი პოტერი ფენტეზია, თუმცა, დედობრივი სიყვარული რომ სასწაულებს ახდენს, ეს ზღაპრული ამბავი არ გახლავთ. თუ არ გჯერათ, ეს ამბები იხილეთ მტკიცებულებად.
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
კომენტარები