ჯუანშერ ბურჭულაძე

3 Mar. 2023, 20:05

მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ სტუდენტებს შეეხებათ მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა. იქნება რამდენიმე, სხვადასხვა მაქსიმალურად კომფორტული საშუალება. ვფიქრობ, ჩვენ ასევე გვექნება საშუალება, რომ უმაღლეს განათლებულსაც მივცეთ იმის საშუალება, რომ ზუსტად ამ პროგრამით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებს, წელიწადში ერთი თვის განმავლობაში, გაიარონ სავალდებულო სამსახური.

გვაქვს ბენეფიტებზე აწყობილი პროგრამებიც, მათ შორის, რომელიც შეეხებათ 11-თვიან სავალდებულო სამსახურს, სადაც იქნება მაღალი ანაზღაურება — 1200 ლარი სავარაუდოდ. ასევე, წვევამდელი მიიღებს ოფიცრის სტატუსს და ა.შ. ამ კანონპროექტზე დიდმა ჯგუფმა იმუშავა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვინაიდან არის მოცულობითი, ეხება საზოგადოების დიდ ჯგუფს და შესაბამისად, შედის საზოგადოების ინტერესშიც, ჩვენ მაქსიმალურად დავხვეწეთ კანონპროექტი და შევქმენით მეტი კომფორტი.

სტუდენტების შემთხვევაში ის პროგრამა, რაც შეიძლება მათ გაიარონ 4 წლის განმავლობაში, ზაფხულში ერთი თვე იქნება მომზადება. ჩვენ იმის საშუალებასაც მივცემთ, რომ ვთქვათ, თუ არის სტუდენტი 25 წლის და 27 წლის მერე სავალდებულო აღარ უწევს, შეიძლება, რომ აირჩიოს და ეს 27 წელი არ იყოს ჩამკეტი და შემდეგაც გაიაროს. ასევე, საჯარო დაწესებულებაში პირის მუშაობის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ჩვენ კანონმდებლობაში შეგვაქვს ცვლილება და საჯარო სამსახურში შენარჩუნდება როგორც მისი პოზიცია, ასევე, არსებული ანაზღაურება. ჩვენ მათაც მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი პროგრამა აირჩიონ და შვებულებით სარგებლობის დროს გაიარონ სავალდებულო სამსახური წელიწადში ერთი თვე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  2. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  3. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
  4. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  5. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა

მოკლედ: გოჩა სურგულაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის…