სირცხვილია

4 Mar. 2023, 20:44

ვითხოვთ ყველას ყურადღებას, ვისაც აწუხებს საქართველოს ბედი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა:

პრორუსული მმართველი პარტია აპირებს მიიღოს რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ჩაახშოს, დააშინოს, დააპატიმროს და საჯაროდ დაამციროს ქართული სამოქალაქო საზოგადოება და ყველა, ვინც გაბედავს გააკრიტიკოს ხელისუფლება.

შემოთავაზებული კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ნებისმიერი პირი, ჯგუფი, ან მედიასაშუალება, რომელიც მოქმედებს საქართველოში და იღებს საერთაშორისო დაფინანსებას, დარეგისტრირდეს, როგორც უცხოური აგენტი.

თუ ეს კანონი დამტკიცდება, ასიათასობით სოციალურად დაუცველი ქართველი, მათ შორის გაჭირვებული ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ძალადობის მსხვერპლები (განსაკუთრებით ქალები და ბავშვები), ლგბტქ თემი, დევნილები რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, პენსიონერები, უსახლკაროები დარჩებიან პირველადი დახმარების გარეშე.

ტერმინი აგენტი უარყოფითი კონოტაციის მატარებელია, რაც, შეიძლება, მნიშვნელოვნად მოქმედებდეს საზოგადოების აღქმაზე. ხელისუფლების მიზანია გაშავება, დისკრედიტაცია და მარგინალიზაცია იმის მტკიცებით, რომ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საზოგადოების გაუმჯობესებაზე მუშაობს, კონტროლდებიან უცხოური სუბიექტების მიერ და ღალატობენ ქვეყნის ინტერესებს.

იარლიყი უცხოური გავლენის აგენტი დამამცირებელია. კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის დაწესებული მკაცრი ჯარიმების მიუხედავად, დაახლოებით 100-მა ორგანიზაციამ უკვე დადო პირობა, რომ არ დარეგისტრირდება როგორც უცხოური აგენტი.

რუსული კანონის ამოქმედება ნიშნავს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვისა და წინსვლის შეფერხებას, მით უმეტეს, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია. ამ კანონპროექტით მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან აახლოებს და, ამავე დროს, აშორებს მას დასავლელი მოკავშირეებისგან.

ქართველებს გადაწყვეტილი აქვთ, გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები; მოსახლეობის 84%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის უმთავრეს მიზანს. საქართველოს აქვს ამ მიზნის მიღწევის ისტორიული შესაძლებლობა და ქართველ ხალხს აქვს გადაწყვეტილი მისი რეალობაში მოყვანა.

ჩვენ ვართ ძლიერები, თუმცა, თქვენი დახმარება გვჭირდება. გთხოვთ, ისაუბროთ ამ საკითხზე, გაავრცელოთ, განიხილოთ, დაეხმაროთ გარშემომყოფებს ცნობიერების ამაღლებაში და დაუდგეთ გვერდით ქართველ ხალხს. Საქართველოს თქვენი დახმარება სჭირდება და ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს.

ასე ეხმაურება მოძრაობა სირცხვილია ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების ინიციირებულ რუსულ კანონს, რომელიც არაერთი პარტნიორი ქვეყნის შეფასებით, საქართველოს ევროპულ მომავალს ძირს უთხრის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ