დემნა

5 Mar. 2023, 16:55

ექვსი წლის ვიყავი, ჩემმა მშობლებმა რომ ნება დამრთეს, მეზობელი მკერავისთვის შარვალი შემეკერვინებინა. დიზაინი თავად შევქმენი, ქსოვილიც ავარჩიე და მკერავთან მოსაზომად ორჯერაც მივედი. ასე დაიწყო ჩემი სიყვარული სამოსისადმი — რამაც მოგვიანებით განსაზღვრა ჩემი ურთიერთობა ტანსაცმელთან და მომანდომა, დიზაინერი გავმხდარიყავი.

მოდა ერთგვარ გასართობად იქცა და ეს ნაწილი ხშირად ჩრდილავს მის არსს, რომელიც მდგომარეობს ფორმებსა და ზომებში, სილუეტებში, სხეულსა და ქსოვილს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, სამხრეებისა და სამკლავურების შექმნასა და კიდევ იმაში, როგორ გვცვლის სამოსი ჩვენ.

ბოლო თვეების განმავლობაში მოდისადმი ჩემი სიყვარულის დაცვა დამჭირდა და ეს განუზრახველად შევძელი სამოსის შექმნის პროცესით. ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა ძალა აქვს მას, რომ გამაბედნიეროს და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება მომცეს. სწორედ ამიტომ, მოდა ჩემთვის გართობა კი აღარაა, არამედ — სამოსის შექმნის ხელოვნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი ქართული სერიალი ფოტომინიშნებებით
  2. კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
  3. ქვიზი: უპასუხე ჩვენს კითხვებს და გეტყვით, რომელი დესერტი ხარ
  4. ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს, რა დაგვიშავა რუსეთმა? (მეორე ნაწილი)
  5. On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა

მოკლედ: მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გენერალურ…