პუტინის რუსეთი თავის წარსულს ვერასდროს გაიაზრებს — ნინო ხარატიშვილი
ცნობილი გერმანულენოვანი ქართველი მწერალი და თეატრის რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი, ცოტა ხნის წინ გერმანულ გამოცემა taz-ს ესაუბრა. ინტერვიუში ხარატიშვილი სხვადასხვა თემას შეეხო: თავის წიგნებს, საბჭოურ წარსულს და თანამედროვე გეოპოლიტიკურ ვითარებას.
მწერალი ამბობს, რომ ყირიმის ანექსიისა და, განსაკუთრებით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, "აღმოსავლეთ ევროპის ცნება თანდათან შეიცვალა".
"პრობლემა ჯერ კიდევ ისაა, რომ მე-20 საუკუნის ისტორია, უმეტესად, დასავლური პერსპექტივიდანაა მოყოლილი", — აღნიშნავს ხარატიშვილი ინტერვიუში, — "ყველაფერი, რაც ლიტერატურასა და კინოში ხდება, დასავლური პერსპექტივითაა დანახული. აღმოსავლეთიდან ცნობილი ავტორები ცოტაა — მაგალითად, რუსი მწერალი ალექსანდრ სოლჟენიცინი. ბალანსი კვლავ დარღვეულია. [...] თუმცა, ეს მხოლოდ დასავლეთის ბრალი როდია, ჩვენი წვლილიცაა ამაში. რადგან ჩვენ, აღმოსავლეთის ხმებს, საკუთარი დავალება მსოფლიო მასშტაბით ჯერ არ შეგვისრულებია".
ქართველი მწერალი ასევე ამატებს, რომ გერმანიაში გავრცელებული მემარცხენე ნარატივი მისთვის პრობლემურია.
"ამ ქვეყანაში ყველა ბავშვმა იცის, რომ ჰიტლერი ბოროტი იყო. სტალინი კი ზუსტად ისეთი დიქტატორი გახლდათ, როგორიც ჰიტლერი. მან მილიონობით ადამიანი დახოცა. ეს ხსნის, რატომ აფასებდა დასავლეთი რუსეთს არასწორად, ბოლო 20 წლის განმავლობაში მაინც".
ამავე ინტერვიუში ნინო ხარატიშვილმა მსოფლიოს თანამედროვე პოლიტიკურ სიტუაციაზეც ისაუბრა და თავისი სათქმელის საილუსტრაციოდ პოლონელი მწერლის, შჩეპან ტვარდოხის, ნათქვამი მოიშველია. ტვარდოხმა შვეიცარიულ გამოცემასთან საუბარში თქვა, რომ დასავლეთმა "ვესტსპლეინინგი" უნდა შეწყვიტოს.
"ეს სიტყვა ფემინისტურ ტერმინ 'მენსპლეინინგს' უკავშირდება და აღნიშნავს იმ პრობლემას, როცა დასავლეთი გვიხსნის და გვასწავლის, როგორ დავინახოთ საკუთარი ისტორია", — ამბობს მწერალი, — "მე [ტვარდოხის აზრს] ვეთანხმები. მოუსმინეთ იმ ქვეყნებს, რომელთაც რუსეთთან უკვე აკავშირებთ მწარე გამოცდილება".
რუსეთზე საუბრისას, ხარატიშვილმა ამ ქვეყნის თანამედროვე ისტორიასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინის მმართველობის განმავლობაში პროგრესის ნიშან-წყალი არ შეინიშნება და ძალადობრივი წარსულიც მუდმივად უგულებელყოფილია.
"არანაირი იმედი არ მაქვს, რომ რუსეთი, პუტინის მმართველობის ქვეშ, საკუთარ ისტორიას ოდესმე გაიაზრებს", — ამატებს ქართველი ავტორი, — "როცა 9 მაისის აღლუმის ნაწყვეტებს ვუყურებ, ყველაფერი — ესთეტიკა, რიტორიკა, ნარატივი — ბრეჟნევის, ბერიას, ხრუშჩოვის ან სტალინის რეჟიმსაც კი მაგონებს. არაფერი შეცვლილა".
აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ ნინო ხარატიშვილს გერმანიაში კარლ ცუკმაიერის მედალი გადაეცა "გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვის" წინაშე დამსახურებისთვის. მაშინ ხარატიშვილი "ერთ-ერთ უდიდეს გერმანულენოვან მთხრობლად" მოიხსენიეს და აღნიშნეს, რომ "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, მისი რომანები შემაშფოთებლად რელევანტურია".
არაერთი ბესტსელერის ავტორი, ნინო ხარატიშვილი, ბუკერის საერთაშორისო პრემიისა და დუბლინის ლიტერატურული პრემიის ნომინანტიცაა. 2014 წელს გამოცემული მისი მასშტაბური რომანი, მერვე სიცოცხლე, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ბესტსელერად იქცა. ხარატიშვილი "ტოლსტოის მემკვიდრედაც" მოუხსენიებიათ. მისი წიგნები მსოფლიოში მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული.
წინა წლის მიწურულს ქართულად ითარგმნა მწერლის ამ დროისთვის ბოლო რომანი უკმარი სინათლე. აღნიშნული წიგნი გასულ წლის ბერლინალეზე იმ 10 საუკეთესო რომანს შორის დაასახელეს, რომელთა ეკრანიზაციასაც კინოხელოვანებს ურჩევენ. ჯერ კიდევ ორიგინალურ ენაზე გამოცემამდე ხარატიშვილის ამ ნაწარმოების თარგმნის უფლება 10-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა, მათ შორის, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამომცემელ HarperCollins-ზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ ენაზე წიგნის გამოცემიდან სამ დღეში ტირაჟი სრულად გაიყიდა.
-
გადახედვა"ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა "ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა
-
გადახედვაშსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე
-
გადახედვააქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვაო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი ო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვალელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით ლელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით
-
გადახედვალევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა ლევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა
-
გადახედვათავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს თავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს
-
გადახედვააქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს აქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს
-
გადახედვაბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ ბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ
-
გადახედვამოვუწოდებ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, აქციის მთლიანად დაშლის აუცილებლობა არ არის საჭირო — სახალხო დამცველი მოვუწოდებ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, აქციის მთლიანად დაშლის აუცილებლობა არ არის საჭირო — სახალხო დამცველი
-
გადახედვაო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
-
გადახედვასენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის სენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის
-
გადახედვასპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა
-
გადახედვასტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს
-
გადახედვაპარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი პარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი
-
გადახედვააქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება
-
-
გადახედვარუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
კომენტარები