გია დვალი

6 Mar. 2023, 10:39

ამ კანონის მთავარი დანიშნულება არის პირდაპირი დარტყმა ჩვენს ევროპულ ინტეგრაციაზე, ფუნდამენტში ურტყამენ ამ გზას და, ასევე, მისი დანიშნულებაა სამოქალაქო საზოგადოების ნეიტრალიზაცია და კონტროლი, რაც, ასევე, ურტყამს შინგან დემოკრატიას.

ეს ყველაფერი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, ეს არ არის დამოუკიდებელი ფაქტორები, პირდაპირი დღის წესრიგი არის ევროკავშირთან ინტეგრაციის ხიდის ჩატეხვა.

ასეთი ტიპის მანდატი არავის მიუცია არცერთი მთავრობისთვის, რომ ასეთი კანონებითა და ნაბიჯებით მოკლან ჩვენი ევროპული მომავალი და ევროპული გზა.

მეცნიერმა, გია დვალმა ამის შესახებ გადაცემა კვირის ფორმულაში ისაუბრა. დღეს იურიდიული კომიტეტი რუსულ კანონს განიხილავს, რომელსაც უკვე დაუჭირეს მხარი საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა. პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება, საკანონმდებლო ორგანოში კი შესვლის შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ