რა უნდა ვიცოდეთ ოსტეოპოროზის შესახებ? — ინტერვიუ რევმატოლოგთან
ოსტეოპოროზი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ძვლის მასის შემცირებასა და სიმკვრივის დაქვეითებას იწვევს. შედეგად, ოსტეოპოროზი მოტეხილობის რისკებს ზრდის და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობას.
ოსტეოპოროზზე მეტს თოდუას კლინიკის რევმატოლოგი ოთარ ჟვანია მოყვება დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზებს.
რა იწვევს ოსტეოპოროზს და ვის აქვს მისი განვითარების მაღალი რისკი?
პოსტმენოპაუზურ პერიოდში ქალებს ოსტეოპოროზი ხშირად უვითარდებათ. მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია, რომელიც ამ დროს იჩენს ხოლმე თავს, მაგალითად, ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ესტროგენს, ძვლოვან უჯრედებს, ირღვევა მინერალთა ცვლა და სხვა. ეს დისბალანსი დიდ როლს თამაშობს პათოლოგიის ჩამოყალიბებაში. ოსტეოპოროზის განვითარების რისკი იზრდება ბევრი ენდოკრინოლოგიური დაავადების, თირკმლის უკმარისობისა და კარდიოლოგიური პრობლემების დროსაც. ის შეიძლება მთელმა რიგმა მედიკამენტებმაც გამოიწვიოს.
თუკი ქალებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკი პოსტმენოპაუზურ ასაკში მატულობს, მამაკაცებში, როგორც წესი, დაავადება უმეტესად 60 წლის შემდეგ ვითარდება.
რა სიმპტომები ახასიათებს ოსტეოპოროზს და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის რა ნაწილებს აზიანებს უმეტესად?
დაავადებას გამოკვეთილი სიმპტომები არ აქვს, თუმცა მისთვის დამახასიათებელია ხერხემლის არეში ტკივილი. ამასთან, შეიძლება ოსტეოპოროზმა პაციენტის აღნაგობა შეცვალოს – გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნელ-ნელა მოიხაროს მხრებში და მოიკლოს სიმაღლეში.
როგორც უკვე ვახსენეთ, ოსტეოპოროზის მთავარი გართულება მოტეხილობაა. ის ყველა ძვალზე შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე გავრცელებული ბარძაყის, ხერხემლისა და სხივ-მაჯის მოტეხილობებია. რეაბილიტაცია საკმაოდ პრობლემურია, რადგან ძვალი იმდენად მკვრივი აღარ არის და რეგენერაცია და რეაბილიტაცია გართულებულია
როგორ ხდება ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
პირველ რიგში, ვატარებთ ოსტეოდენსიტომეტრიას, რომელიც ძვლის მდგომარეობის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ეს არის ძირითადი და ყველაზე თანამედროვე მეთოდი ოსტეოპოროზის გამოსაკვლევად. ამასთან ერთად, ვნიშნავთ ლაბორატორიულ ანალიზებს, რითაც ვამოწმებთ კალციუმის,მაგნიუმის, ფოსფორის, D ვიტამინის, კრეატინინისა და სხვა ნივთიერებების დონეს პაციენტის ძვლოვან სისტემაში.
დიაგნოზის დასმისა და დაავადების სიმწვავის შეფასების შემდეგ, მივმართავთ ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატებს. ასევე, შეიძლება დავნიშნოთ ვიტამინები და სხვა დამხმარე მედიკამენტები. ქირურგიულად კი მხოლოდ მოტეხილობის შემთხვევაში ვერევით.
მართალია, ოსტეოპოროზი მკურნალობას ექვემდებარება და, შესაძლოა, პაციენტის მაჩვენებლები ნორმას დაუბრუნდეს, თუმცა გარკვეული პერიოდულობით მდგომარეობის კონტროლი აუცილებელია.
როგორ შევამციროთ ოსტეოპოროზის განვითარებისა და გართულების რისკები?
ოსტეოპოროზის განვითარებას ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ხშირი მიღება, არაჯანსაღი კვება, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, და სხვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ რისკფაქტორების აღმოფხვრა. ამასთან ერთად, სასურველია, რომ ქალებმა მენოპაუზის შემდეგ ან პაციენტებმა, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, პრევენციის მიზნით შეაფასონ თავიანთი ძვლოვანი სისტემის მდგომარეობა. ასეთ დროს აღმოჩენილი ოსტეოპოროზი გაცილებით მარტივად იკურნება და გართულებების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
კომენტარები