სამხარაძის სტუდენტი

6 Mar. 2023, 14:25

ყველა სტუდენტმა ერთხმად ვთქვით, რომ საქართველოში პუტინისტური დიქტატურის დამმყარებლის ერთ-ერთ შემოქმედთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან არცერთი ჩვენგანის ფეხი არ იქნება მის ლექციაზე. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მყარი, ურყევი და პრინციპული. დღეს ყველა ჩვენი კურსელი დღეს აქ ვსწავლობთ საერთაშორისო ურთიერთობებზე და მომავალში ჩვენი მენტორი, რომელიც უნდა იყოს ჩვენი უფლებების დამცველი, გვერდით მდგომი ყველა რთულ სიტუაციაში, გვიკეთებს იმას, რომ გვაცხადებს პოტენციურ უცხო ქვეყნის აგენტებად. ჩვენ, ახალგაზრდებს, მის სტუდენტებს, რომლებსა უსაზღვროდ გვიყვარს ეს ქვეყანა და თუ რამეს ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის და არ დავთმობთ. უნდა იცოდეს, შეიძლება აქ, რომელიმე კაბინეტში შეიძლება ზის და მისმენს. ბატონი ნიკოლოზ, არცერთი ჩვენგანის ფეხი არ იქნება აუდიტორიებში, არც ერთი ჩვენგანი არ აპირებს იჯდეს თქვენს ლექციებზე და ისმინოს თქვენი დიდაქტიკური ტექსტები ევროკავშირზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე, შემდეგ აქ წამოხვიდეთ, დაჯდეთ თქვენს კოლეგებთან ერთად და გააფორმოთ დეევროპიზაცია საქართველოში პუტინისტური რეჟიმის გამყარება.

ამ გამზირზე ჩვენხელა გოგო-ბიჭები ღვრიდნენ სისხლს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვყოფილიყავით თავისუფლები და დღეს ამ შენობაში ქართველების ხელით აფორმებენ იმას, რომ საქართველოს წაართვან თავისუფლება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

შეიძინე ნივთი თიბისის განაწილებით და დაიბრუნე თანხის 30% — თიბისისა და ზუმერის აქცია

შოპინგი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ დროებით თავი დავაღწიოთ ყოველდღიურ საქმეებს და ჩვენთვის თუ ჩვენი საყვარელი…