ამირან გამყრელიძე

6 Mar. 2023, 17:08

დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონი ვერ გავა პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი დარწმუნებული ვარ, არ მიიღებს ამ კანონპროექტს, რადგან ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას და ჩვენს ისტორიულ სურვილს, რომ ჩვენ მალე, რაც შეიძლება მალე, გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. მხედველობაში მაქვს, შევიდეთ ევროკავშირში და გვქონდეს ნატოს ფარი საქართველოს.

ამიტომ ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ამ ჩვენს სწრაფვას. არ შეიძლება, ვერ დავიჯერებ, საქართველოს პარლამენტი შეიძლება წავიდეს საქართველოს მოქალაქეების სურვილის საწინააღმდეგოდ, რამეთუ მოსახლეობის 85%-ს, სხვადასხვა შეფასებით და რეფერენდუმით, უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცის წევრი.

მესმის, რომ ეს ინიცირებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტართა უმრავლესობა არ მიიღებს. მით უმეტეს, რომ ჩვენი ყველა მეგობარი, მხედველობაში მაქვს ევროკავშირი, სადაც ჩვენ გვინდა შესვლა და წელს უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. მეორე — გაერო, მესამე — ჩვენი ნომერ პირველი პარტნიორი აშშ და კიდევ ბევრი სხვა, ყველა ჩვენი მეგობარი გვირჩევს ძალიან დელიკატურად, რომ არ არის საჭირო და არ არის ამ კანონის მიღების საჭიროება. [...]

მაშინ მე თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ მერე, მეც აგენტი ვიქნები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  3. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  4. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება
  5. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა

მოკლედ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი…