ლუკა ნაჭყებია

6 Mar. 2023, 17:42

მთავარი პრობლემა, რაც მაქვს ამ კანონთან არის ის, რომ აბსოლუტურად ნული საჭიროებაა. პოლიტიკური ინტრიგის დატრიალების გარდა, ადეკვატური გამართლება და მიზეზი არ დამინახავს. რა საჭიროა ამ ეტაპზე, თავისუფალ სამყაროში, საქართველოს მასშტაბის ქვეყნისთვის ასეთი კანონი, თუ არ არის რამე ტიპის მანიპულაცია? ეს მანიპულაცია თუ არ არის მიზეზი და იმ ხალხის გამოსხვლა, ვინც პოტენციურად ალტერნატიულ იდეოლოგიურ წყაროებს ეფუძნება... ეს არის თავიდან ბოლომდე ალტერნატივის შეზღუდვა და ქვეყნის მტრებად გამოცხადება. 

ჯერ თვითონ კანონმდებლობაში რა ენაც არის გამოყენებული, ფრიად უსიამოვნოა და დამატებით ქვეყნის მხარეებად გაყოფას უწყობს ხელს. თუ შიდა არეულობის და დაპირისპირების გამოწვევა არ გინდა ქვეყანაში, არცერთი მიზეზი არ ჩანს, რატომ შეიძლება ეს კანონი შეიმუშაო და გამოიყენო.

შავ ფულს და ბნელ დაფინანსებას, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა საქართველოში, ეს კანონი მაინც ვერაფერს უშვრება. 1-2 ენჯეოს გამო, რომელიც შეიძლება პოლიტიკურად დატვირთული იყოს, მე არ ვიცი იქ რა ბნელი ფორმები ტრიალებს და რა არაეთიკურ საზღვრებს ცდებიან... მაგრამ იმის გამო, რომ 1-2 ენჯეოსთან ბრძოლა უნდათ კონკრეტულ პოლიტიკურ პირებს, რომ თავისი ძალა განიმტკიცონ, რეალურად მაგ ყველაფერში მიყოლებით ხვდება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ძალიან კარგს აკეთებს საქართველოსთვის. მათ შორის, USAID-ის პროგრამები რომ აიღო. 

რატომ უნდა მოხდეს აგენტების სიაში ადამიანების ჯგუფი, რომელიც რეგიონულ განვითარებას უწყობს ხელს?! თუნდაც აგრობიზნესში იყოს ან მომსახურების სფეროში. რატომ უნდა მოხვდეს ვიღაც ქალბატონი ციცო, რომელიც მესხეთში კაფეს ამუშავებს და ყველაფერი დაფინანსდა USAID-ის პროგრამის დახმარებით, ამ პოლიტიკური თამაშის ნაწილში?! რატომ უნდა მიეკრას რაღაც საშინელი სიტყვა, რომელიც საქართველოში ისტორიულად ყოველთვის იყო განმტკიცებული, როგორც ნეგატიური კონოტაციის მატარებელი?!

ეს კანონი მარტო ანტიდასავლური არ არის, მასეგრეგირებელია. მესმის, რომ თუ კანონია, იგივე პასუხისმგებლობა დაეკისრება ვინც დაფინანსდება რუსული მხრიდან, მაგრამ ვიცით რომ საქართველოს მტრები ვინც არიან, არ ოპერირებენ ნათელი და დეკლარირებული გზებით. ოპერირებენ მხოლოდ შავი ფულით და მალული ტრანზაქციებით. რეალურად, ეს არავის არ ავნებს გარდა იმ ხალხისა, ვინც ისედაც ხილულად აწარმოებს თავის საქმიანობას. რატომ უნდა მოხდეს სტიგმატიზაციას იმ ხალხის, ვინც საქმეს აკეთებს?

განუცხადა მასტერშეფის ჟიურის წევრმა On.ge-ის რუსული კანონის შეფასებისას. კანონპროექტები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტად შერაცხვაზე ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ შეიმუშავა, მმართველი გუნდი კი მხარს უჭერს. მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს6885 ნახვა
  2. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1837 ნახვა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1737 ნახვა
  4. თენგიზ შარმანაშვილი: შემოჭრა ჩრდილოეთიდან [რუსეთიდან] მოხდა იმის გამო, რომ როკის გვირაბთან სამხედროებს თავისი ამოცანა არ შეასრულებინეს1340 ნახვა
  5. ზაზა გოგავა: "გამორიცხული იყო [ომის თავიდან აცილება]"1245 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~