განსაკუთრებული ქალი ავტორები ქარჩხაძის გამომცემლობისგან
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
განსაკუთრებული ქალი ავტორები და მათი განსაკუთრებული წიგნები ქარჩხაძის გამომცემლობისგან. დელია ოუენსი, ჯულია ქუინი და ლილი კინგი — თანამედროვე ქალი მწერლები, რომელთაც მსოფლიოში ძალიან კარგად იცნობენ და რომელთა ნაწარმოებების წაკითხვის სიამოვნებასაც ქართველ მკითხველს ქარჩხაძის გამომცემლობა აძლევს. სტატიაში მათ შესახებ საინტერესო ფაქტებსა და წიგნებზე მოგითხრობთ.
ჯულია ქუინი, ბრიჯერტონის სერიის პირველი წიგნი — ჰერცოგი და მე
- New York Times-ის ბესტსელერის ბრიჯერტონის სერიის ავტორი ჯულია ქუინი სამხედროების დიდი მხარდამჭერია. ის ყოველ წელს, ვეტერანების დღეს, თავისი წიგნების 100 ასლს სამხედრო მოსამსახურეებს, მათ მეუღლეებსა და ვეტერანებს ჩუქნის.
- ავტორმა თავისი პირველი წიგნი, Splendid, 24 წლის ასაკში გაყიდა და მთელი კარიერის განმავლობაში ერთსა და იმავე რედაქტორსა თუ გამომცემლობასთან მუშაობს.
- 2001 წელს ჯულია მონაწილეობდა შოუში The Weakest Link, სადაც მან $79,000 მოიგო.
- ჯულია ქუინის ბრიჯერტონის მიხედვით 2020 წელს ნეტფლიქსმა იმავე სახელწოდების სერიალი გადაიღო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად და ერთგული მაყურებელი სერიალის ახლა უკვე მესამე სეზონს ელის.
- ჰერცოგი და მე ბრიჯერტონის საგვარეულო ოჯახის საინტერესო თავგადასავლების პირველი წიგნია. თავბრუდამხვევი სიყვარული, წინაღობები, ოჯახური ტრაგედიები თუ დრამები და რაც მთავარია, XIX საუკუნის ლონდონის არისტოკრატიის ახალგაზრდების ცხოვრება, ფერადი, მომნუსხველი, თუმცა ხშირად სულის შემხუთავიც კი — წიგნის კითხვისას, გარწმუნებთ, ამ საოცარ სამყაროში მოგზაურობა, ინტრიგებსა და სასიყვარულო ისტორიებში გახლართვა გარდაუვალია.
დელია ოუენსი, იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან
- იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან დელია ოუენსის სადებიუტო რომანია, ავტორმა ის თითქმის 70 წლის ასაკში გამოაქვეყნა.
- ნაწარმოებს გასდევს მისტიკური და დეტექტიური შტრიხები, რაზეც ზეგავლენა იქონია ოუენსისა და მისი მეუღლის ცხოვრებამ: ისინი ჯერ ბოტსვანას მთავრობის წარმომადგენლებმა ქვეყნიდან გააძევეს, შემდეგ კი ავტორის გერს ბრალი დასდეს ბრაკონიერის მკვლელობაში, შედეგად ოუენსების ოჯახზე ძებნა გამოცხადდა, თუმცა მათ ბრალდებები უარყვეს.
- წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი, იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან, 2022 წელს გამოვიდა და მთავარ როლს დეიზი ედგარ-ჯონსი თამაშობს. ბრიტანელმა მსახიობმა ხალხის სიყვარული დიდი ხანია დაიმსახურა და ფილმშიც იდეალურად შეასრულა კაია კლარკის როლი.
- იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან არის წიგნი მარტოობასა და ჰარმონიაზე, ბუნებისა და ადამიანის თანაარსებობაზე, საზოგადოებისა და ერთი, განსხვავებული, განსაკუთრებული პიროვნების მუდამ დაპირისპირებასა და უნდობლობაზე. გამოძიება, დაძაბულობა, თუმცა ამავდროულად ფაქიზი სულის კაია და მისი ფერადი, საინტერესო, მიმზიდველი სამყარო - აი, ასეთი წიგნია დელია ოუენსის სადებიუტო რომანი, რომელიც უკვე 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.
ლილი კინგი, ეიფორია
- ლილი კინგი New York Times-ის ხუთი რომანის ბესტსელერი ავტორია.
- სკოლის დამთავრების შემდეგ ლილი კინგი მუშაობდა საშუალო სკოლის ინგლისურის მასწავლებლად ვალენსიაში, ესპანეთში, სადაც თავისი პირველი რომანის წერა დაიწყო.
- ლილის პირველი მოთხრობა გამოქვეყნდა Glimmer Train-ში 1991 წელს.
- ლილი კინგის პირველი წიგნი, რომელიც ქარჩხაძის გამომცემლობამ ქართველ მკითხველს გააცნო და შეაყვარა მწერლები და საყვარლებია. ამჯერად ავტორის მეორე წიგნი, ეიფორია, ითარგმნა.
- ეიფორია, ანუ როდესაც სათაური ზუსტად აღწერს წიგნის კითხვისას გამოწვეულ ემოციებს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი 1930-იან წლებში ახალი გვინეის ჯუნგლებში ჩადის ადგილობრივი ტომების შესასწავლად. მათი ისედაც თავბრუდამხვევი თავგადასავალი კიდევ უფრო საინტერესო ხდება, როდესაც წყვილი ბრიტანელ მეცნიერს გაიცნობს. სამი ადამიანი, განსხვავებული მისწრაფებებითა და სურვილებით, ლტოლვა, არჩევანის დილემა და ამბიციები — მკითხველი ყოველ გვერდზე მუდამ ეიფორიით ელოდება ამ უცნაური ტრიოს ახალ გამოწვევას თუ გადამწყვეტ არჩევანს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები