ხატია დეკანოიძე

6 Mar. 2023, 20:49

შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც იქნება ყველა ის პოლიტიკური ძალა, პროდასავლური ძალა, რომელიც ნამდვილად, მთელი ამ წლების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს მომავლისთვის. არასამთავრობო სექტორი და ყველა ის ადამიანი, რომელიც რეალურად ფიქრობს, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო არის საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ ეს საფრთხე არის, პირველ რიგში, ქართული ოცნებიდან და ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ საქართველო გადააქციოს რუსეთად...

დღევანდელმა და წინა დღეების წინააღმდეგობამ, მათ შორის, პარლამენტში, იმ ადამიანების წინააღმდეგობამ, ვინც დღეს იყო შეკრებილი პარლამენტის წინ, ნამდვილად მოიტანა ის, რომ დღეს შევძელით, არ ჩატარდა ბიუროს სხდომა, მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. [...]

ჩვენ, ყველა გელოდებით ხვალ 9 საათზე, პარლამენტთან, რადგან 10 საათზე არის ბიუროს სხდომა. ძალიან მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, მათ შორის, ქართულ ოცნებას, რომ ვარსებობთ ამ ქვეყანაში ის ადამიანები, რომლებსაც არ გვსურს რუსეთი და ეს ქვეყანა არ იქნება რუსეთი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით

რა ხდება: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისევ გამოიყენა მშვიდობიანი ხალხმრავალი აქციის მომიტინგეთა წინააღმდეგ…