სალომე სამადაშვილი

7 Mar. 2023, 12:08

თქვენ რასაც დღეს აკეთებთ, არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედება, ამიტომ გიწევთ ამ უსაფრთხოების ზომების გატარება. ამ წუთში, როდესაც სამარცხვინო კანონის განხილვა მიმდინარეობს უმრავლესობის მხარდაჭერით, თქვენ ხართ უმცირესობაში, ამ საზოგადოებაში. ამიტომ გიწევთ ძალადობით ამ კანონის გათრევა პარლამენტში. თქვენს ადგილზე დავფიქრდებოდი, იმიტომ, რომ არ ვიცი აღმოსავლურ ორთაბრძოლებში თუ ერკვევით, მაგრამ არსებობს ასეთი, აიკიდო ჰქვია და რაც უფრო სწრაფად გამოექანება მოწინააღმდეგე, მით უფრო, მარტივი ილეთით დაენარცხება ძალიან მწარედ და თქვენა ახლა მაგ მდგომარეობაში ხართ. გამოქანების პროცესში ხართ და ვაკვირდებით, როდის დაენარცხებით ძალიან მწარედ მიწაზე. 

მე არ ვიცი აქ რომ ხალხი დადის, ვინ არიან რომ დადიან ფორმის გარეშე, დაკუნთული ადამიანები, მაგრამ თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, აქ მოვედი რომ გკითხოთ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ ქვეყნისთვის რამე საფრთხეს წარმოადგენს მაისური, რომელიც მაცვია, ან გუშინ რომელიც მეცვა, ან ხვალ რომელსაც ჩავიცვამ, ილია ჭავჭავაძის სურათი რომ აქვს ზედ, ან იმ ადამიანების, ვინც 1937 წელს დახვრიტეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება
  5. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს, რა დაგვიშავა რუსეთმა? (მეორე ნაწილი)

საუკუნეების განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ ჩვენი მეგობარი არაა. რუსეთის დანაშაულების ჩამოსათვლელად 10…