საქართველოს უდიები

7 Mar. 2023, 12:27

როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, გულგრილად ვერ ვადევნებთ თვალს იმ პროცესებს, რომლებიც ამჟამად ჩვენს ქვეყანაში ვითარდება.

ჩვენი ხალხის — უდიების მწარე ისტორიული გამოცდილება მუდამ გვახსენებს თავს და გვავალდებულებს ამ გამოცდილების მწარე გაკვეთილები ყველას გავუზიაროთ.

უდიების ისტორიულმა სამშობლომ — კავკასიის ალბანეთის (რანი და მოვაკანი) სახელმწიფომ არსებობა დაახლოებით მე-9 საუკუნეში შეწყვიტა, რამაც არაერთი უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს შემდეგ საუკუნეებში. ამჟამად, კავკასიის ალბანელთა შთამომავლების — უდიების რიცხვი მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ათას ადამიანს შეადგენს; გაქრობის საფრთხის წინაშეა ჩვენი ენა და არაერთი ტრადიცია.

არაერთმა წინდაუხედავმა ნაბიჯმა, გარე ძალების ზეწოლამ, მოკავშირეების სიმცირემ და სწორად ვერ შერჩევამ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ჩვენს ისტორიულ სამშობლოში არსებული სახელმწიფოს ჩამოშლა გამოიწვია. ამის საფრთხე კი, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ყოველთვის რეალურია.

ერთი საუკუნის წინ უდიების ნაწილმა თავის ახალ სამშობლოდ საქართველო აქცია. საქართველომ შეიკედლა ჩვენი მცირერიცხოვანი ხალხი და ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინა. უდიებმა შესანიშნავად ისწავლეს ქართული ენა, შექმნეს ოჯახები მოძმე ქართველებთან ერთად და მას შემდეგ, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე უდიები, ერთგულად ემსახურებიან თავიანთ ახალ სამშობლოს.

გვსურს ჩვენი მწარე ისტორიული გამოცდილება გაკვეთილი იყოს ჩვენი ამჟამინდელი სამშობლოსთვის — საქართველოსთვის. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს იქნება დამანგრეველი შედეგების მომტანი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ

რა ხდება: რუსთაველზე, აქციის წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა მიმართა პოლიციას, მისცენ რამდენიმე ათეულ ადამიანს…