"რამე გემრიელი" – რეცეპტების უნიკალური წიგნები დედებს კლიპარტისგან
ციფრული და მედია კომუნიკაციების სააგენტო კლიპარტის პარტნიორ კომპანიებში დასაქმებულმა დედებმა უკვე კარგად იციან, რომ 3 მარტს ერთ განსაკუთრებულ საჩუქარს უნდა ელოდონ. თანაც, აუცილებლად ემოციურსა და მოულოდნელს, რომელსაც, ტრადიციისამებრ, მათთვის კლიპარტი ყოველ წელს საგულდაგულოდ ამზადებს.
2023 წლის 3 მარტის კამპანიის ფარგლებში, დედებმა რამე გემრიელი — უნიკალური რეცეპტების წიგნი მიიღეს, რომელშიც ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულების მიერ შერჩეული 65-ზე მეტი რეცეპტი შევიდა. წელს კლიპარტს პარტნიორობა კარფურმა გაუწია.
"კარფურის გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი დაუვიწყარი მომენტების შექმნაა. 3 მარტისთვის მომზადებული საჩუქრითაც დედებისთვის ამ დღის მეტად გაფერადება და კიდევ ერთი დაუვიწყარი მომენტის ჩუქება გვსურდა. იმედი გვაქვს, რამე გემრიელი მშობლებს შვილებისთვის გემრიელი კერძების მომზადებასა და მათ ჯანსაღად კვებას გაუმარტივებს", — ამბობს კარფურის მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო რამიშვილი.
რეცეპტების წიგნისთვის დედები შვილების საყვარელი კერძების შესახებ წინასწარ გამოიკითხნენ, ოღონდ ისე, რომ მათ საჩუქრის სავარაუდო შინაარსზე ეჭვი არ მიეტანათ. სწორედ პასუხებზე დაყრდნობით შეირჩა წიგნისთვის კერძები, რომლებზეც, სავარაუდოდ, ყველაზე უჭმელი ბავშვიც კი ვერ იტყვის უარს.
"ალბათ, დედებს ხშირად გაუგონიათ მათი შვილებისგან, რომ უბრალოდ კერძი კი არა, რამე გემრიელი უნდათ. სწორედ ამ ამოცანის გასამარტივებლად შეიქმნა წიგნი რამე გემრიელი. თანაც ის ინდივიდუალურად შევადგინეთ, ანუ მასში საერთო რეცეპტების გარდა, მშობლები კონკრეტულად მათი შვილებისთვის საყვარელ კერძებსაც აღმოაჩენენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ წიგნი ბავშვებსაც მოანდომებთ დედებთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსს, კულინარიულ სამყაროში მოგზაურობას და ფერად-ფერადი ინგრედიენტებით თამაშს. კერძების შექმნა-დაგემოვნების პროცესი კი, მათ ერთად ყოფნას კიდევ უფრო შემოქმედებითსა და სახალისოს გახდის", — გვითხრეს კლიპარტში.
რამე გემრიელი საუზმის, მთავარი კერძის, დესერტის ბლოკებისა და გრილისა და დაბადების დღის მენიუებისგან შედგება. წიგნზე შეფ-მზარეულებმა ია ძაგანიამ, დიმიტრი რჩეულიშვილმა, ნუცა სურგულაძემ, მანჯიმ და კულინარიულმა პლატფორმა Food4.ge-მ იმუშავეს.
"საუზმის კერძების შერჩევისას, მიზნად დავისახე თავი მომეყარა ისეთებისთვის, რომლებიც იქნებოდა საკვები ნივთიერებებით სავსე და გემრიელი, რათა ბავშვებს ენერგიულად და ხალისიანად დაეწყოთ დღე. წიგნში დედა-შვილი საყვარელი ანიმაციებიდან და ფილმებიდან ნაცნობ კერძებსაც აღმოაჩენს, როგორებიცაა პიცა ფილმიდან მარტო სახლში, ყველის ტოსტი ფილმიდან მზარეული ბორბლებზე, ეკლერი ანიმაციიდან სიმპსონები და ა.შ. მუშაობის პროცესით ძალიან ვისიამოვნე და მიხარია, რომ ამ არაჩვეულებრივი პროექტის შექმნაში წვლილი მეც მიმიძღვის", — ამბობს ია ძაგანია.
წიგნში რამე გემრიელი შეტანილ რეცეპტებს სოციალური ქსელის მეშვეობით მომხმარებლებიც გაეცნობიან. ამასთან ერთად, თვეში ერთხელ შეფ-მზარეულები კარფურის ჰიპერმარკეტებში მოაწყობენ მასტერკლასებს, სადაც მათ მიერ შექმნილ რეცეპტებს გააცოცხლებენ. მათთან ერთად კერძების მომზადების შესაძლებლობა მიეცემათ სტუმრებსაც, მასტერკლასების ვიდეო ჩანაწერები კი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდება. ფართო საზოგადოებისთვის ვებგვერდზე 3march.clp.ge ხელმისაწვდომია წიგნის ციფრული ვერსიაც.
კლიპარტმა 3 მარტის კამპანია 2018 წელს დაიწყო. პროექტი წლიდან წლამდე სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს – წელს 3 მარტის საჩუქარი უკვე 1000-მდე დედამ მიიღო.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები