მიხეილ სარჯველაძე

7 Mar. 2023, 14:47

ამ კვირის პლენარულ სხდომებზე ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი გამოდის, რომლებიც უკავშირდება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, თუმცა ეს არ გსიამოვნებთ. აქ არის ისეთი საკითხები, როგორიც არის პირდაპირ მე-12 პუნქტით გათვალისწინებული — სახალხო დამცველის არჩევა. უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო საიმისოდ, რომ კონკრეტული შედეგი დაიდოს. შეშინებული ვარ, რა შეიძლება კიდევ მოიფიქროთ, რომ რაღაცნაირად ხელი შეუშალოთ პროცესიის წარმატებით დასრულებას. 

თითი არ დაუკარებია აქ მსხდომი და არც გარეთ მყოფი ოპოზიციიდან არავის იმ საქმეების კეთებაზე, რასაც ჰქვია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება და სხვას ამუნათებთ. ბოლო დღეებში უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო იმაში, რომ საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას, შეექმნას არასწორი შთაბეჭდილებები აქ მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით კანონპროექტზე, რომელიც ეხება არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას.

ოპოზიციის მხრიდან ძალისხმევა ჩაიდო იმაში, რომ საზოგადოებას არ გაეგო ის, რაც არის სინამდვილე ამ კანონთან დაკავშირებით. მოუგონეს დამაკნინებელი ტერმინი და უკრძალავენ ყველას დისკუსიაში მონაწილეობას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ