ნინო კასრაძე

7 Mar. 2023, 15:39

როცა ამბობენ, თვითმიზანი არ არის ევროპაო და, იცით რა, ჩვენს წინაპრებს, იმ საუკეთესო ხალხს, რომელმაც აი, ამ რელსებზე შესვა საქართველო, მე ვგულისხმობ, ილია ჭავჭავაძეს, ნიკო ნიკოლაძეს, იმ ბრწყინვალე პლეადას, მათთვის ეს იყო თვითმიზანი, მე მგონი მათთვის სწორედ თვითმიზანი იყო და ახლა, თუ ეს ყველაფერი ასე მოხდება, ჩვენ ჩამოვშორდებით ამ ჩვენს ნამდვილ მიზანს და რაღა დარჩება?

ეს სუფთა რუსული სტილის კანონია. მე ახლა იმ მეორე ნაწილს, ჩვენი საყვარელი თანამემამულეების ნაწილს, რომელიც შეიძლება არ იზიარებენ ჩვენს პოზიციებს, მათ მივმართავ, შეხედეთ, რა ხდება დღეს რუსეთში, აი, ასე დაიწყო ეს ყველაფერი, შეხედეთ, რა მდგომარეობაში ჩავარდა რუსეთი, იცით, რა? მაშინაც არ წარმოედგინათ, რომ მერე ასე სერიოზულად იქნებოდა ყველაფერი, იცინოდნენ, როდესაც ამ კანონის მიღება იყო, ინტელექტუალური წრეები ამაზე იცინოდნენ, რით დასრულდა ეს ყველაფერი? წიგნებია შეფუთული მწერლების, მოუწიათ წასვლა მოაზროვნე ადამიანებს, უსამშობლოდ დავრჩებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ