რა არის ალტე და როგორ შეგიძლია გახდე შენი თავის საუკეთესო ვერსია
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც პატარა მიზანი მაინც არ აქვს — ის, რასაც დღეს, ხვალ ან სულაც ამ კვირაში უნდა მიაღწიოს. თუმცა, იმ მცირე ხნის განმავლობაში, ბალიშზე თავის დადებიდან დაძინებამდე რომ გვაქვს, ბევრად უფრო დიდ და ამბიციურ მიზნებზე ვფიქრობთ ხოლმე. ეს ფიქრები შეიძლება ზოგჯერ სიზმრადაც გაგვყვეს, მაგრამ მთავარია, მხოლოდ იქ არ დარჩეს და რეალობად ვაქციოთ.
ცხოვრებისეული მიზნის მიღწევა დიდწილადაა დამოკიდებული გარდამტეხ მომენტებში ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ასეთი მომენტია, მაგალითად, პროფესიის არჩევა ან განათლების ახალ საფეხურზე გადასვლა. ამ დროს ყოველთვის ვფიქრდებით ხოლმე იმ შეკითხვაზე, ბავშვობაში უფროსები რომ სერიოზული სახით გვისვამდნენ — რა გინდა გამოხვიდე, დიდი რომ გაიზრდები?
გარდამტეხ მომენტებში, ცოტა არ იყოს, ვიბნევით ხოლმე, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია. არ იცი, ვის უნდა მოუსმინო — ოჯახს, მეგობრებს, სრულიად უცნობ ადამიანებს თუ საკუთარი გულის ხმას. რეალურად, ყველაფერს სჯობს, მშვიდად დაჯდე და საკუთარ თავს მარტივი კითხვები დაუსვა.
უნივერსიტეტში აბარებ? აბა, ჰკითხე საკუთარ თავს, რატომ დგამ ამ ნაბიჯს. რას მოელი უნივერსიტეტისგან, რატომ გჭირდება განათლება და რაში გამოგადგება ის ბევრი წლის შემდეგ. ეს ყველაფერი მიგიყვანს ისეთ მნიშვნელოვან ცნებამდე, როგორიცაა ალტე.
ალტე ლათინური სიტყვაა და უმაღლეს წერტილს, მწვერვალს, ზენიტს ნიშნავს. შენი ალტე შენი პოტენციალის მაქსიმუმია — ის, რასაც საკუთარი შესაძლებლობებით, უნარ-ჩვევებითა და მონდომებით შეგიძლია მიაღწიო. ასე რომ, ყველას ჩვენი ცხოვრების ალტე გვაქვს.
ალტეს პოვნა ნიშნავს, მკაფიოდ გამოკვეთო დიდი თუ პატარა მიზნები, ფოკუსირდე საკუთარ თავზე და ნაკლებად იდარდო შენი და სხვისი მიღწევების შედარებაზე. აკი ვთქვით კიდეც, ალტე ძალიანაც ინდივიდუალური ამბავიაო.
და მაინც...
რაში დაგეხმარება ალტე?
ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის აბრაამ მასლოუს "მოთხოვნილებათა პირამიდა" აუცილებლად გეცოდინება. ისიც გემახსოვრება, რომ ყველანაირი ფიზიკური თუ ემოციური საჭიროების თავზე მასლოუმ თვითრეალიზაცია დააყენა. ეს არის სურვილი, ისწრაფოდე მეტისკენ. ან, ჩვენი ახალი ტერმინით რომ ვთქვათ, ვისწრაფოდეთ ალტესკენ.
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ალტე გვაქვს — ცხადია, სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში, ერთნაირი მიზნები ვერ გვექნება. თუმცა, მნიშვნელოვანია, ყველა ეტაპზე ვფიქრობდეთ ცხოვრებისეულ მიზანზე და ვცდილობდეთ, მისკენ სისტემატურად გადავდგათ ერთი ნაბიჯი მაინც. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიმავალი შეამჩნევ, რომ საწადელთან უკვე ძალიან ახლოს ხარ.
საწადელი კი, რასაკვირველია, შენი ცხოვრების უმაღლესი წერტილია. შენი მომავალი მე, ანუ ის, ვინც გახდები. შენი თავის საუკეთესო ვერსია.
ალტეს პოვნა კი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ საჭიროა სწორ დროს სწორ ადგილას მოხვედრა. ეს დროის და ენერგიის დაზოგვაშიც დაგეხმარება. აუცილებელია, იპოვო ადგილი და ადამიანები, რომლებიც მიზნისკენ სწრაფვაში ხელს შეგიწყობენ.
რაც უნდა იყოს შენი ალტე, მის მიღწევას ალტე უნივერსიტეტში შეძლებ. აქ დაგხვდება ყველაფერი, რაც გჭირდება: საუკეთესო გარემო, ლექტორები, გაცვლითი პროგრამები და სხვა. რაც მთავარია, პიროვნული და კარიერული განვითარების უამრავი შესაძლებლობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ შენი თავის საუკეთესო ვერსია შექმნა.
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
კომენტარები